ბეერ-შება
(→წყარო) |
|||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ძველი ქალაქები]] | [[კატეგორია:ძველი ქალაქები]] | ||
[[კატეგორია:ქალაქები ისრაელში]] | [[კატეგორია:ქალაქები ისრაელში]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქალაქები იუდეაში]] |
16:08, 29 ივნისი 2018-ის ვერსია
ბეერ-შება – ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ნეგებში, სამხრეთ იუდეაში. ბეერ-შება ისრაელში მსაჯულების მმართველობის დროს წარმოიშვა და აყვავების ხანა დავითისა და სოლომონის მეფობისას დაუდგა, რასაც იმ პერიოდის ბეერ-შებას არქეოლოგიური წყაროები ადასტურებს.
ბიბლიის მიხედვით ბეერ-შებაში ჯერ კიდევ აბრაამა და ისააკმა ჭები ამოთხარეს. აქ ისააკმა მეფე აბიმელექთან კავშირი შეკრა და უფლის სამსხვერპლო ააგო. ამის აღსანიშნავად დაერქვა ამ ადგილს ბეერ-შება, რაც „ფიცის ჭას“ ნიშნავს.
ქანაანის დაპყრობის შემდეგ ბეერ-შება იუდას ტომს მიეკუთვნა, შემდეგ კი სიმონისას. მსაჯულთა ხანაში ბეერ-შება ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი იყო. ისრაელის მიწის საზღვარი ქალაქ დანიდან ბეერ-შებამდე იყო გადაჭიმული (დანი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი იყო, ბეერ-შება კი სამხრეთით). ისრაელისა და იუდეის სამეფოების დაცემის შემდეგ ბეერ-შება დაცარიელდა, თუმცა როდესაც იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნდნენ ისევ დასახლდნენ თავიანთი წინაპრების „ფიცის ჭასთან“.
ახ.წ 70 წელს, როდესაც რომაელებმა ნაბატეის სამეფო დაიპყრეს, ბეერ-შება რომის არმიის ციხე-სიმაგრედ იქცა.