გაბაშვილი ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:35, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბაშვილი ზაქარია − (1705 − 1780), მამა ბესარიონ გაბაშვილისა, ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი იყო. იგი, როგორც ქართული ეკლესიის ორთოდოქსული ფრთის მეთაური, დაუპირისპირდა კათოლიკოს ანტონ I-ს; ზაქარია გაბაშვილმა გააჩაღა ბრძოლა ანტონ I-ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ, რის გამოც იგი დააპატიმრეს. საეკლესიო კრებამ გაბაშვილი სარწმუნოების „გამრყვნელად” გამოაცხადა, შეაჩვენა და მღვდლობიდან განკვეთა. გაბაშვილი პატიმრობიდან გაიპარა და 1767 წელს ჩავიდა ყიზლარში. 1768-1770 წლებში გაბაშვილი იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტერბურგში. 1771 წელს იმერეთში დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა სოლომონ I-ის კარზე.

ზაქარია განათლებული და ძველი ქართული მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის პოეტური თხზულება – ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის ხოტბის შესხმა „ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი” და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა „კატისა და თაგვების ომი”. გაბაშვილი 1750-1751 წლებში მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა „კონდაკის” ტექსტი. გაბაშვილი იყო გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი.

ათორმეტს ეტლზედ, რომელ არიან
ზოდიქონი, ანუ ბურჯნი, ლექსად თქმულნი
ოთხტაეპოვანი, ათექვსმეტმარცვლოვანი
ვერძი მარტსა ოცდახუთსა
მიითვალავს მზისა სპერას,
კურო აპრილს ოცდასამსა
ისპეკალებს იასპერას,
ორათსამსა მაისისას
მარჩბივ იმოსს ჭრელ პეპერას,
კირჩხიბ ივნისს ოცდაოთხსა
უკუერწყმის დიდს იმპერას.
ოცხადუთსა ივლისს თვესა
ლომს ილიოს ამბორს ეცი,
ქალწულიცა აღუსტოსა
ხუთ ხუთეულს შენაკეცი,
ორათხუთსა სეკდემბერსა
სასწორშია შენატკეცი,
მზევ, ოკდომბერს ღრიანკალში
ვედ შუქით, იბაზმაკეცი.
ნოემბერსა ოცდახუთსა
აღიცისკრებს მშვილდოსანი,
ორათხუთსა დეკენბერსა
თხის რქას მიაქვს წმიდოსანი,
იანვარს ოცს მთვრალი შესტრფის
წყლის საქანს არბინდოსანი,
თევზმან ოცსა თებერვალსა
აპოლლო არ წყმიდოსანი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები