რეზერვუარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:41, 28 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეზერვუარი – (ფრანგ. réservoir < лат. reservo შენახვა, დაზოგვა), ხელოვნური საცავი სითხეების, აირების ან სხვა ნივთიერებების შესანახად. ძირითადად ამზადებენ ლითონის ან რკინაბეტონისაგან, იშვიათად ხის, ქვის, პოლიმერის ან მინისგან. განლაგების მიხედვით არსებობს მიწისზედა და მიწისქვეშა; კონსტრუქციის მიხედვით – ვერტიკალური, ჰორიზონტალური და სფეროსებრი; ექსპლუატაციის პირობების მიხედვით – სტაციონალური, გადასატანი, მცურავი და სატრანსპორტო; აგების მეთოდების მიხედვით – ასაწყობ-მონოლითური, ასაწყობი, მონოლითური.