ევლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევლოგია - (ეტიმ. ბერძ. euloghía „კურთხევა“), კურთხევის ლოცვა.

I საუკუნეში წარმოადგენდა ევქარისტიის სინონიმს. შემდგომში აღნიშნავდა ევქარისტიული მსხვერპლშეწირვისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირულ პურს. ამ ნაკურთხი პურის გამოუყენებელი ნაწილი ძმური თანაზიარების ნიშნად ურიგდებოდა იმათ, ვინც ზიარება ვერ მიიღო ან კათაკმეველებს (ვისაც ჯერ არ ჰქონდა ზიარების მიღების უფლება).

კიდევ უფრო მოგვიანებით ტერმინი აღნიშნავდა ეპისკოპოსის ან მღვდელმსახურის მიერ ნაკურთხ ნებისმიერ საკვებს ან ძღვენს, რომელსაც მღვდელმსახური თავის ეპისკოპოსს მიართმევდა მისი მონახულებისას.

დღეს ტერმინს მხოლოდ მართლმადიდებლები ხმარობენ მორწმუნეთათვის დარიგებული ნაკურთხი პურის მნიშვნელობით.


წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები