წყალქვეშა სარაკეტო კრეისერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:38, 20 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წყალქვეშა სარაკეტო კრეისერი - ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ატომური წყალქვეშა ნავი დიდი სიშორის ბალისტიკური ან ფრთოსანი რაკეტებით, რომლის ძირითადი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი სახმელეთო და საზღვაო ობიექტებისთვის სარაკეტო-ბირთვული დარტყმების მიყენება. მასზე დაყენებული სარაკეტო კომპლექსები ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ცალ-ცალკე და ზალპურად, წყალქვეშა და წყალზედა მდგომარეობიდან გაშვების საშუალებას იძლევიან.