ჩიგოგიძე ნიკოლოზ
ჩიგოგიძე ნიკოლოზ ნაუმის ძე - (?-?) - სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.
უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. დაამთავრა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. მუშაობდა მასწავლებლად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი.
1918 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ დაასახელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრად. იყო პარლამენტის განათლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებზე კენჭს იყრიდა სოციალისტრ-რევოლუციონერთა სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127, 201. ფ. 1834, აღწ. 2, საქ. 85.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი