ალკმეონიდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ალკმეონიდები (`Αλκμαιωνίδαι)''' - კეთილშობილი ათენური ოჯახი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა [[ათენი|ათენის]] პოლიტიკურ ისტორიაში. მისი პირველი ცნობილი წარმომადგენელი [[არქონი]] მეგაკლესი გახლდათ, რომელსაც კილონის შეთქმულების ჩახშობა და ამ დროს გამოჩენილი მკრეხელობის გამო ალკმეონიდთა გვარისთვის სამარადისო წყევლის თავს დატეხვა უკავშირდება. ამ საქციელს მათ არაერთხელ მოაგონებდნენ შემდგომ, განსაკუთრებით კი ძვ.წ VI ს-ის დასასრულს და [[პელოპონესის ომი (ძვ.წ. 431-404)|პელოპონესის ომის]] დასაწყისში. აღნიშნული მოვლენის გამო ალკმეონიდთა გვარი, რომელმაც იმდროინდელი გაგებით ქალაქს ღვთის რისხვა თავს დაატეხა, გაძევებულ იქნა ათენიდან.  
+
'''ალკმეონიდები - '''(Αλκμαιωνίδαι),  კეთილშობილი ათენური ოჯახი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა [[ათენი|ათენის]] პოლიტიკურ ისტორიაში. მისი პირველი ცნობილი წარმომადგენელი [[არქონი]] მეგაკლესი გახლდათ, რომელსაც კილონის შეთქმულების ჩახშობა და ამ დროს გამოჩენილი მკრეხელობის გამო ალკმეონიდთა გვარისთვის სამარადისო წყევლის თავს დატეხვა უკავშირდება. ამ საქციელს მათ არაერთხელ მოაგონებდნენ შემდგომ, განსაკუთრებით კი ძვ.წ VI ს-ის დასასრულს და [[პელოპონესის ომი (ძვ.წ. 431-404)|პელოპონესის ომის]] დასაწყისში. აღნიშნული მოვლენის გამო ალკმეონიდთა გვარი, რომელმაც იმდროინდელი გაგებით ქალაქს ღვთის რისხვა თავს დაატეხა, გაძევებულ იქნა ათენიდან.  
  
 
ოჯახის გავლენა გაძლიერდა არქონ მეგაკლესის შვილიშვილის, ასევე მეგაკლესის, მეცადინეობითა და მისი პოლიტიკური კავშირებით. მან ცოლად შეირთო სიკიონის ცნობილი ტირანის, კლისთენესის, ერთადერთი ქალიშვილი აგარისტე და ცოლთან ერთად ათენში უზარმაზარი ქონებით დაბრუნდა. მეგაკლესი ათენში გაჩაღებულ სახიფათო პოლიტიკურ [[ბრძოლა|ბრძოლაში]] ჩაება. იგი ატიკის სამი პოლიტიკური პარტიიდან ერთ-ერთის - პარალიების [[მეთაური]] იყო. მეგაკლესმა წააგო პოლიტიკური ბრძოლა დიაკრიების პარტიის მეთაურთან - პისისტრატოსთან, რომელიც ძვ. წ. 560 წ-ს ათენის ტირანი გახდა. ტირანთან შეთანხმების მიზნით მეგაკლესმა პისისტრატოსს თავისი ქალიშვილი მიათხოვა იმ გათვლით, რომ ამ ქორწინების ნაყოფი მომავალში ხელისუფლების მეთაური შეიქმნებოდა. მაგრამ პისისტრატოსმა ახალ ცოლთან შვილი არ გააჩინა და მიზეზად ალკმეონიდების საგვარეულო წყევლა დაასახელა.  
 
ოჯახის გავლენა გაძლიერდა არქონ მეგაკლესის შვილიშვილის, ასევე მეგაკლესის, მეცადინეობითა და მისი პოლიტიკური კავშირებით. მან ცოლად შეირთო სიკიონის ცნობილი ტირანის, კლისთენესის, ერთადერთი ქალიშვილი აგარისტე და ცოლთან ერთად ათენში უზარმაზარი ქონებით დაბრუნდა. მეგაკლესი ათენში გაჩაღებულ სახიფათო პოლიტიკურ [[ბრძოლა|ბრძოლაში]] ჩაება. იგი ატიკის სამი პოლიტიკური პარტიიდან ერთ-ერთის - პარალიების [[მეთაური]] იყო. მეგაკლესმა წააგო პოლიტიკური ბრძოლა დიაკრიების პარტიის მეთაურთან - პისისტრატოსთან, რომელიც ძვ. წ. 560 წ-ს ათენის ტირანი გახდა. ტირანთან შეთანხმების მიზნით მეგაკლესმა პისისტრატოსს თავისი ქალიშვილი მიათხოვა იმ გათვლით, რომ ამ ქორწინების ნაყოფი მომავალში ხელისუფლების მეთაური შეიქმნებოდა. მაგრამ პისისტრატოსმა ახალ ცოლთან შვილი არ გააჩინა და მიზეზად ალკმეონიდების საგვარეულო წყევლა დაასახელა.  

17:37, 10 დეკემბერი 2018-ის ვერსია

ალკმეონიდები - (Αλκμαιωνίδαι), კეთილშობილი ათენური ოჯახი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ათენის პოლიტიკურ ისტორიაში. მისი პირველი ცნობილი წარმომადგენელი არქონი მეგაკლესი გახლდათ, რომელსაც კილონის შეთქმულების ჩახშობა და ამ დროს გამოჩენილი მკრეხელობის გამო ალკმეონიდთა გვარისთვის სამარადისო წყევლის თავს დატეხვა უკავშირდება. ამ საქციელს მათ არაერთხელ მოაგონებდნენ შემდგომ, განსაკუთრებით კი ძვ.წ VI ს-ის დასასრულს და პელოპონესის ომის დასაწყისში. აღნიშნული მოვლენის გამო ალკმეონიდთა გვარი, რომელმაც იმდროინდელი გაგებით ქალაქს ღვთის რისხვა თავს დაატეხა, გაძევებულ იქნა ათენიდან.

ოჯახის გავლენა გაძლიერდა არქონ მეგაკლესის შვილიშვილის, ასევე მეგაკლესის, მეცადინეობითა და მისი პოლიტიკური კავშირებით. მან ცოლად შეირთო სიკიონის ცნობილი ტირანის, კლისთენესის, ერთადერთი ქალიშვილი აგარისტე და ცოლთან ერთად ათენში უზარმაზარი ქონებით დაბრუნდა. მეგაკლესი ათენში გაჩაღებულ სახიფათო პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაება. იგი ატიკის სამი პოლიტიკური პარტიიდან ერთ-ერთის - პარალიების მეთაური იყო. მეგაკლესმა წააგო პოლიტიკური ბრძოლა დიაკრიების პარტიის მეთაურთან - პისისტრატოსთან, რომელიც ძვ. წ. 560 წ-ს ათენის ტირანი გახდა. ტირანთან შეთანხმების მიზნით მეგაკლესმა პისისტრატოსს თავისი ქალიშვილი მიათხოვა იმ გათვლით, რომ ამ ქორწინების ნაყოფი მომავალში ხელისუფლების მეთაური შეიქმნებოდა. მაგრამ პისისტრატოსმა ახალ ცოლთან შვილი არ გააჩინა და მიზეზად ალკმეონიდების საგვარეულო წყევლა დაასახელა.

მეორე გადასახლების შემდეგ ალკმეონიდები უნდა დაბრუნებულიყვნენ ათენში მეგაკლესის შვილის, კლისთენესის, არქონობამდე (ძვ. წ. 525/524 წ.), მაგრამ შემდეგ ისევ იქნენ გაძევებულნი ჰიპიასის მიერ. ალკმეონიდებმა სცადეს ძალით დაებრუნებინათ ხელისუფლება და დელფოდან ატიკაში შეიჭრნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ხალხი მაშინვე მიემხრობოდა მათ და სამხედრო ბანაკი ლეიპსიდრიონთან დასცეს. მაგრამ მათ მხარეზე გადმოსულთა რიცხვი მცირერიცხოვანი აღმოჩნდა. ალკმეონიდებმა გაქცევა მოახერხეს. მაშინ ალკმეონიდთა გვარის მეთაურმა, კლისთენესმა, განიზრახა მოკავშირეები მოეძებნა და ამასთან, ფული მოეგროვებინა. დელფოს ახალი საკურთხევლის მშენებლობის სათავეში მყოფმა კლისთენესმა დიდძალი ფული იშოვა და სპარტასთან კავშირი დაამყარა. ლეიპსიდრიონთან დამარცხებიდან ოთხი წლის შემდეგ ძვ. წ. 510 წ-ს ტირან ჰიპიასის წინააღმდეგ კოალიცია შეიქმნა. სპარტის მეფე კლეომენესის მეთაურობით მოხდა ათენის ინტერვენცია, ჰიპიასი გაიქცა. ათენში გაჩაღებულ შინაპარტიულ ბრძოლაში ალკმეონიდთა მოწინააღმდეგე ისაგორასმა გაიმარჯვა. გამარჯვებულებმა შური იძიეს მოწინააღმდეგეებზე და 700 ოჯახი ატიკიდან გააძევეს, მათ შორის კლისთენესიც. მაგრამ ისაგორასის ხელისუფლება დროებითი იყო და მისი გაძევების შემდეგ კლისთენესი ატიკაში დაბრუნდა. მან ძვ. წ. 508/507 წ-ში წარმატებულად განახორციელა რეფორმები, მაგრამ სწორედ ამ დროს სპარტის მეფე კლეომენესმა, რომელსაც მისი პოლიტიკური პლატფორმა არ მოსწონდა, კლისთენესის წინააღმდეგ გაილაშქრა. მან ისევ გაუხსენა ალკმეონიდებს საგვარეულო წყევლა და ათენელებს სიბილწისგან ქალაქის განწმენდა მოსთხოვა. კლისთენესმა ქალაქი დატოვა. სასამართლომ მათ ხელახლა დაატეხა თავს წყევლა. მაგრამ კლისთენესის ჩატარებულ რეფორმებს შედეგი უკვე გამოღებული ჰქონდა, მათ ხალხი ემხრობოდა. ახლადშექმნილმა ბულემ უარი თქვა შეესრულებინა დამპყრობელთა მოთხოვნები. კლეომენესმა და ისაგორასმა აკროპოლისს შეაფარეს თავი, მაგრამ სამდღიანი ალყის შემდეგ დანებდნენ. კლისთენესი დაბრუნდა ქალაქში, რათა ბოლომდე მიეყვანა ჩაფიქრებული რეფორმები.

შემდგომში ალკმეონიდები მილტიადესს დაუპირისპირდნენ. მის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში ქსანთიპოსმა, მეგაკლესის დის - აგარისტეს ქმარმა აღძრა. მილტიადესს ქერსონესში ტირანულ მმართველობაში ადანაშაულებდნენ. ალკმეონიდთა გათვლის მიუხედავად, სასამართლომ მილტიადესი გაამართლა. სამი წლის შემდეგ კი ძვ. წ. 490 წ-ს მილტიადესმა სტრატეგოსის პოსტი დაიკავა და მარათონის ბრძოლაში სპარსელები დაამარცხა. ალკმეონიდების საგვარეულოს მდგომარეობა კვლავ რთული აღმოჩნდა. მათ სპარსეთის მოკავშირეობაში ადანაშაულებდნენ (ამბობდნენ, თითქოს მარათონის ბრძოლის წინ მათ ნიშანი მისცეს სპარსელებს). მაგრამ ისინი კუნძულ პაროსთან (ძვ. წ. 489 წ-ს) მილტიადესის სასტიკმა მარცხმა და, შესაბამისად, მილტიადესის გავლენის დაცემამ გადაარჩინა. ალკმეონიდებმა ისევ აღძრეს საქმე მილტიადესის წინააღმდეგ. სასამართლომ მილტიადესს უზარმაზარი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ოსტრაკისმოსის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლნი ალკმეონიდთა გვარის იმჟამინდელი მეთაური - მეგაკლესი (ძვ. წ. 486 წ.) და მისი სიძე, ქსანთიპოსი (ძვ. წ. 484 წ.) გახდნენ. ძვ. წ. V ს-ის შემდგომ წწ-ში დემოკრატიის განვითარების კვალდაკვალ ალკმეონიდთა გვარის გავლენა შემცირდა, თუმცა ოჯახის ცალკეული წევრები კვლავ ასრულებდნენ როლს პოლიტიკურ ასპარეზზე. პერიკლემ, ქსანთიპოსისა და აგარისტეს ვაჟმა, მოახერხა უგულებელეყო ძვ. წ. 432/1 წ-ს ალკმეონიდთა საგვარეულო წყევლაზე სპარტელების აპელირება. რაც შეეხება ალკიბიადესს, რომელსაც ასევე ალკმეონიდი დედა ჰყავდა, მისთვის მოწინააღმდეგეებს გვარის უბედურება არ შეუხსენებიათ.




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები