ამონა ვახტანგ მოძარღულის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ამონა ვახტანგ მოძარღულის ძე'''  - (IX ს.), კალიგრაფი, უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერის, 864 წ. სინური მრავალთავის (ინახება [[სინას მთა|სინის მთი]]ს წმ. მოწამე ეკატერინეს მონასტერში, აკინძულია სამ წიგნად – № 32-57-33), გადამწერი (ზოგიერთი მოსაზრებით, ერთ-ერთი გადამწერი). ხელნაწერის შემქმნელ-მომგებელი მაკარი ლეთეთელი [[ანდერძი|ანდერძში]] აღნიშნავს, რომ „ღირს-მყო ღმერთმან შესაქმედ წმიდისა ამის წიგნისა მრავალთავისა... ჴელთწერითა დედის ძმისწულისა ჩემისა ამონა ვახტანგ მოძარღულისა ძისაითა“. მიუხედავად იმისა, რომ ანდერძში ხელნაწერის გადამწერად მხოლოდ ამონა  არის დასახელებული, მკვლევრები პალეოგრაფიული და ენობრივ-ორთოგრაფიული ნიშნების მიხედვით მასში სამ (ა.შანიძე, ი. იმნაიშვილი) ან რვა (ლ. ქაჯაია) ხელს გამოყოფენ. მაკარი და ა. წმ. [[გრიგოლ ხანძთელი|გრიგოლ ხანცთელი]]ს მოწაფეებად ითვლებიან ([[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე]]), ხოლო ზოგიერთი ვარაუდით, ანდრიასა და პეტრესთან ერთად, თანახმად „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა“, ოპიზის „დიდი უდაბნოს“ მაშენებლები არიან (ი. იმნაიშვილი).  
+
'''ამონა ვახტანგ მოძარღულის ძე'''  - (IX ს.), კალიგრაფი, უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერის, 864 წ. სინური [[მრავალთავი]]ს (ინახება [[სინას მთა|სინის მთი]]ს წმ. მოწამე ეკატერინეს მონასტერში, აკინძულია სამ წიგნად – № 32-57-33), გადამწერი (ზოგიერთი მოსაზრებით, ერთ-ერთი გადამწერი). ხელნაწერის შემქმნელ-მომგებელი მაკარი ლეთეთელი [[ანდერძი|ანდერძში]] აღნიშნავს, რომ „ღირს-მყო ღმერთმან შესაქმედ წმიდისა ამის წიგნისა მრავალთავისა... ჴელთწერითა დედის ძმისწულისა ჩემისა ამონა ვახტანგ მოძარღულისა ძისაითა“. მიუხედავად იმისა, რომ ანდერძში ხელნაწერის გადამწერად მხოლოდ ამონა  არის დასახელებული, მკვლევრები პალეოგრაფიული და ენობრივ-ორთოგრაფიული ნიშნების მიხედვით მასში სამ (ა.შანიძე, ი. იმნაიშვილი) ან რვა (ლ. ქაჯაია) ხელს გამოყოფენ. მაკარი და ა. წმ. [[გრიგოლ ხანძთელი|გრიგოლ ხანცთელი]]ს მოწაფეებად ითვლებიან ([[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე]]), ხოლო ზოგიერთი ვარაუდით, ანდრიასა და პეტრესთან ერთად, თანახმად „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა“, ოპიზის „დიდი უდაბნოს“ მაშენებლები არიან (ი. იმნაიშვილი).  
  
 
''ვ. სილოგავა''  
 
''ვ. სილოგავა''  

მიმდინარე ცვლილება 01:49, 19 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ამონა ვახტანგ მოძარღულის ძე - (IX ს.), კალიგრაფი, უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერის, 864 წ. სინური მრავალთავის (ინახება სინის მთის წმ. მოწამე ეკატერინეს მონასტერში, აკინძულია სამ წიგნად – № 32-57-33), გადამწერი (ზოგიერთი მოსაზრებით, ერთ-ერთი გადამწერი). ხელნაწერის შემქმნელ-მომგებელი მაკარი ლეთეთელი ანდერძში აღნიშნავს, რომ „ღირს-მყო ღმერთმან შესაქმედ წმიდისა ამის წიგნისა მრავალთავისა... ჴელთწერითა დედის ძმისწულისა ჩემისა ამონა ვახტანგ მოძარღულისა ძისაითა“. მიუხედავად იმისა, რომ ანდერძში ხელნაწერის გადამწერად მხოლოდ ამონა არის დასახელებული, მკვლევრები პალეოგრაფიული და ენობრივ-ორთოგრაფიული ნიშნების მიხედვით მასში სამ (ა.შანიძე, ი. იმნაიშვილი) ან რვა (ლ. ქაჯაია) ხელს გამოყოფენ. მაკარი და ა. წმ. გრიგოლ ხანცთელის მოწაფეებად ითვლებიან (კ. კეკელიძე), ხოლო ზოგიერთი ვარაუდით, ანდრიასა და პეტრესთან ერთად, თანახმად „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა“, ოპიზის „დიდი უდაბნოს“ მაშენებლები არიან (ი. იმნაიშვილი).

ვ. სილოგავა

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • იმნაიშვილი ი.,სინური მრავალთავი, თბ., 1975;
  • სინური მრავალთავი 864 წ., ა. შანიძის რედ. თბ., 1959.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები