აღკვეთის სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღკვეთის სინდრომი - (F1x3), აღკვეთის მდგომარეობა, (აბსტინენტური მდგომარეობა) (F1x.3) [withdrawal syndrome] – სხვადასხვა შეხამებისა და სიმძიმის სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც აღმოცენდება იმ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შეწყვეტის ან შემცირებისას, რომელსაც, ჩვეულებრივ, მოიხმარდნენ დიდი ხნის განმავლობაში და/ან დიდი დოზებით. სინდრომს შესაძლებელია თან სდევდეს ფიზიოლოგიური დარღვევები.

აღკვეთის მდგომარეობა წარმოადგენს დამოკიდებულების სინდრომის ერთ-ერთ ინდიკატორს გარდა ამისა, იგი წარმოადგენს უფრო ვიწრო ფსიქოფარმაკოლოგიური ცნების – დამოკიდებულების – მახასიათებელს.

აღკვეთის მდგომარეობის აღმოცენება და მიმდინარეობა შეზღუდულია დროში და დამოკიდებულია მოხმარების შეწყვეტის ან შემცირების წინ მიღებული ნივთიერების ტიპსა და დოზაზე. როგორც წესი, აღკვეთის სინდრომის ნიშნები მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნების საპირისპიროა. ალკოჰოლური აღკვეთის სინდრომი ხასიათდება ტრემორით, ოფლიანობით, შფოთვით, აჟიტაციით, დეპრესიით, გულისრევითა და წუხილით. იგი აღმოცენდება ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტიდან 6-48 საათის განმავლობაში და, თუ არ გართულდა, ქრება 2-5 დღის შემდეგ. ის შესაძლებელია გართულდეს დიდი კრუნჩხვითი გულყრებით და პროგრესირდეს დელირიუმამდე (ცნობილია, როგორც თეთრი ცხელება).

სედატიურ საშუალებათა აღკვეთის სინდრომს ბევრი საერთო აქვს ალკოჰოლური აღკვეთის სინდრომთან, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს, აგრეთვე, კუნთების ტკივილსა და კრუნჩხვებს, აღქმის მოშლას და სხეულის სქემის დარღვევას

ოპიოიდური აღკვეთის სინდრომს თან სდევს რინორეა (ცხვირიდან გამონადენი), ცრემლდენა, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ხორკლიანი კანი და (24-48 საათის შემდეგ) კუნთების კრუნჩხვები და კუჭის სპაზმები. ქცევა, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკების მოძიებისადმი ლტოლვით, ძლიერადაა გამოხატული და გრძელდება ფიზიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგაც.

სტიმულატორების აღკვეთის სინდრომი ისე მკაფიოდ არ არის გამოხატული, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების აღკვეთის სინდრომი; გამოხატულია ნაღვლიანობა, დათრგუნულობა, რასაც თან სდევს წუხილი, ინერტულობა და არამდგრადობა.

სინონიმები

  • აბსტინენციის სინდრომი
  • აღკვეთის რეაქცია
  • აღკვეთის მდგომარეობა

იხილე აგრეთვე

გამოზარხოშება

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები