აშოტ კურაპალატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშოტ კურაპალატი - (გ. 826), ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი. იყო საქართველოს პირველი ბაგრატიონი ხელმწიფე, რომელიც აშოტ პირველი დიდის სახელითაა ცნობილი. იგი 786 წლიდან 813 წლამდე თბილისში იჯდა როგორც ერის მთავარი.

810 წელს აშოტმა თბილისიდან განდევნა არაბები, მაგრამ 813 წელს არაბებმა ისევ დაიპყრეს თბილისი და აშოტ კურაპალატი იძულებული გახდა სამხრეთ საქართველოში გადასულიყო. აქ ქალაქი არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და აქედან დაიწყო მისი მეფობა და თავგამოდებული ბრძოლა ქართული მიწების შემოერთებისა და განმტკიცებისათვის. 826 წელს სამხრეთ საქართველოსაც შემოესივნენ არაბები და მოღალატეების ხელშეწყობით აშოტ დიდი კურაპალატი არტანუჯის ტაძარში მოკლეს. მკვლელები, როგორც ჩანს, მოქიშპე ფეოდალური დაჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ. იგი წმიდანადაა შერაცხილი და მისი ხსენების დღეა ახალი სტლით 11 თებერვალი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები