ახალქალაქის ერისთავი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ახალქალაქის საერისთავო“ გადაიტანა გვერდზე „[[ახალქალაქის ერისთ...) |
(→ჯავახეთის ერისთავები. X-XIII სს.) |
||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
* [[ვარაზბაკურ თორელი]] | * [[ვარაზბაკურ თორელი]] | ||
* [[კახა (I) თორელი]] | * [[კახა (I) თორელი]] | ||
− | * [[გამრეკელ (I) თორელი]] | + | * [[გამრეკელ თორელი|გამრეკელ (I) თორელი]] |
* [[კახა (II) თორელი|კახა (II) თორელი, ძე ამირსპასალარ გამრეკელისა]] | * [[კახა (II) თორელი|კახა (II) თორელი, ძე ამირსპასალარ გამრეკელისა]] | ||
* [[შალვა თორელ-ახალციხელი]] | * [[შალვა თორელ-ახალციხელი]] |
15:21, 12 ივნისი 2017-ის ვერსია
ჯავახეთის (ახალქალაქის) ერისთავი - ჯავახეთის, იმავე ახალქალაქის, საერისთავო წრმოიქმნა X ს-ის 60-იან წლებში, როდესაც ეგრის-აფხაზეთის მეფე ლეონმა (957-967) ეს მხარე შეიერთა და იქ თავისი ერისთავი დასვა. მის არსებობას ადასტურებს კუმურდოს ტაძრის წარწერები, რომლებიც ორ სხვადასხვა ერისთავს ასახელებენ. ჯავახეთის ერისთავები ამ დროიდან 1023 წ-მდე მარუშიანები უნდა ყოფილიყვნენ. XI-XIII სს-თა მთელ სიგრძეზე ჯავახეთის ერისთავები იყვნენ ჯერ თმოგველები, შემდგომ - თორელები. XII-XIII სს-ში თორელებს მამულები ჰქონდათ საკუთრივ თორში, ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში. XIV ს-დან თორელებს ჯაყელები ავიწროებენ, ისინი ტოვებენ თორს და შიდა ქართლში სახლდებიან. მათი საგამგებლო მხარეები ჯაყელთა მიწებში ექცევა. დაახლოებით XIV ს-ის მეორე ნახევარში ჯავახეთის საერისთავომ არსებობა შეწყვიტა. საერისთავო ტერიტორია ჯაყელთა ხელში გადავიდა.
ჯავახეთის ერისთავები. X-XIII სს.
- ზუიაი (I)
- ვაჩე
- ზვიად (II)
- ფარსმან თმოგველი
- ვარაზბაკურ თორელი
- კახა (I) თორელი
- გამრეკელ (I) თორელი
- კახა (II) თორელი, ძე ამირსპასალარ გამრეკელისა
- შალვა თორელ-ახალციხელი
- გამრეკელ (III) თორელი
- კახა (III) თორელი
- გამრეკელ ღობიარი
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017