ახალქალაქის ერისთავი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017 | '''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017 | ||
− | [[კატეგორია:ადგილობრივი აპარატის მოხელეები ძველ საქართველოში]] | + | [[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი აპარატის მოხელეები ძველ საქართველოში]] |
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:საერისთავოები]] | [[კატეგორია:საერისთავოები]] |
17:49, 16 ივნისი 2017-ის ვერსია
ჯავახეთის (ახალქალაქის) ერისთავი - ჯავახეთის, იმავე ახალქალაქის, საერისთავო წრმოიქმნა X ს-ის 60-იან წლებში, როდესაც ეგრის-აფხაზეთის მეფე ლეონმა (957-967) ეს მხარე შეიერთა და იქ თავისი ერისთავი დასვა. მის არსებობას ადასტურებს კუმურდოს ტაძრის წარწერები, რომლებიც ორ სხვადასხვა ერისთავს ასახელებენ. ჯავახეთის ერისთავები ამ დროიდან 1023 წ-მდე მარუშიანები უნდა ყოფილიყვნენ. XI-XIII სს-თა მთელ სიგრძეზე ჯავახეთის ერისთავები იყვნენ ჯერ თმოგველები, შემდგომ - თორელები. XII-XIII სს-ში თორელებს მამულები ჰქონდათ საკუთრივ თორში, ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში. XIV ს-დან თორელებს ჯაყელები ავიწროებენ, ისინი ტოვებენ თორს და შიდა ქართლში სახლდებიან. მათი საგამგებლო მხარეები ჯაყელთა მიწებში ექცევა. დაახლოებით XIV ს-ის მეორე ნახევარში ჯავახეთის საერისთავომ არსებობა შეწყვიტა. საერისთავო ტერიტორია ჯაყელთა ხელში გადავიდა.
ჯავახეთის ერისთავები. X-XIII სს.
- ზუიაი (I)
- ვაჩე
- ზვიად (II)
- ფარსმან თმოგველი
- ვარაზბაკურ თორელი
- კახა (I) თორელი
- გამრეკელ (I) თორელი
- კახა (II) თორელი, ძე ამირსპასალარ გამრეკელისა
- შალვა თორელ-ახალციხელი
- გამრეკელ (III) თორელი
- კახა (III) თორელი
- გამრეკელ ღობიარი
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017