ბარალეთი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბარალეთი''' – სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბარალეთი''' –  სოფელი [[საქართველო]]ში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდ. ბარალეთის ნაპი რებზე, ზღვის დონიდან 1680-1700 მ სიმაღლეებზე, ქ. [[ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)|ახალქალაქიდან]] ჩრდილოეთით 16 კმ მანძილზე, ახალქალაქ-ტაბაწყურის საავტომობილო გზაზე, საკრებულოს ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.  
+
'''ბარალეთი''' –  სოფელი [[საქართველო]]ში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდ. [[ბარალეთი (მდინარე)|ბარალეთი]]ს ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1680-1700 მ სიმაღლეებზე, ქ. [[ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)|ახალქალაქიდან]] ჩრდილოეთით 16 კმ მანძილზე, ახალქალაქ-ტაბაწყურის საავტომობილო გზაზე, საკრებულოს ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.  
  
 
მოსახლეობის რიცხოვნობა – 969. მოსახლეობის უმეტესობა (79 %) სომეხია, [[ქართველები|ქართველი]] – 21 % (2002).  
 
მოსახლეობის რიცხოვნობა – 969. მოსახლეობის უმეტესობა (79 %) სომეხია, [[ქართველები|ქართველი]] – 21 % (2002).  

20:06, 24 აპრილი 2024-ის ვერსია

ბარალეთი – სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდ. ბარალეთის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1680-1700 მ სიმაღლეებზე, ქ. ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 16 კმ მანძილზე, ახალქალაქ-ტაბაწყურის საავტომობილო გზაზე, საკრებულოს ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 969. მოსახლეობის უმეტესობა (79 %) სომეხია, ქართველი – 21 % (2002).

სოფელში დგას შუა საუკუნეების ქართული ეკლესია – სამნავიანი დარბაზული ბაზილიკა (XIII სს., შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები) და სომხური ეკლესია. შემორჩენილია დარბაზული ტიპის ერდოიანი საცხოვრებელი სახლები. ვახუშტი ბაგრატიონი ბარალეთის შესახებ წერს: „წუნას ზეით ჯავახეთის მტკვარს მიერთვის ჩდილოდამ ბარალეთის მდინარე … ამ წყალზედ მტკვრის შესართავის ზეით, არსბარალეთი, მცირე ქალაქი”.

თქმულება

ჯავახეთში, ერთ ადგილას ქართული ეკლესია მდგარა, მაგრამ სოფელი ჯერ არ ყოფილა გაშენებული. ხალხი რომ მომდგარა საყარაულოს გორას, გადმოუხედავთ და ტყეში ეკლესია დაუნახავთ, უთქვამთ, ეკლესიასთან სოფელი გავაშენოთო. ჩასულან გორიდან და იმდენად გაუვალი და დიდი ტყე ყოფილა, რომ ვერ მიუგნიათ ეკლესიისთვის. დაბრუნებულან უკან, ისევ ასულან საყარაულოზე, გადმოუხედავთ, დაუნახავთ ეკლესია, ჩამოსულან და ისევ დაუწყიათ ეკლესიის მიმართულებით სიარული და ძებნა, მაგრამ ვერც ამჯერად მიუგნიათ მისთვის. მერე უთქვამთ, მოდი, მდინარეს ჩავუყვეთ და მდინარე მიგვიყვანს ეკლესიასთანო. მართლაც გაჰყოლიან მდინარის დინებას, მისულან ეკლესიასთან და სოფელი ბარალეთიც დაუარსებიათ.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები