ბიბლიოვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ლოგო
Emblem-important.svg.png ბიბლიოვიკში მონაცემების შეტანა, განახლება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოვიკის ადმინისტრატორის მიერ.
Images.jpg

ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.


კატეგორიები

Varskvlavi.png

რჩეული სტატია

Shizofrenia.jpg

შიზოფრენია - (schizophrenia), აშლილობა, რომელიც ზოგადად ხასიათდება აზროვნების და აღქმის პროცესების ფუნდამენტური და დამახასიათებელი დარღვევებით, არაადეკვატური და შესუსტებული აფექტით. ნათელი ცნობიერება და ინტელექტუალური შესაძლებლობები, ჩვეულებრივ, შენარჩუნებულია, მაგრამ, დროთა განმავლობაში, შესაძლოა განვითარდეს გარკვეული კოგნიტიური დეფიციტი. დარღვევები ეხება ფსიქიკის ბაზისურ ფუნქციებს, რომლებიც ადამიანს ანიჭებს ინდივიდუალურობის, უნიკალურობისა და მიზანმიმართულების განცდებს. შიზოფრენიის დროს ხშირია განცდა, რომ ადამიანის დაფარული აზრები, გრძნობები და მოქმედებები სხვებისთვის ცნობილია, ანდა სხვები ცდილობენ ამ პროცესებზე გავლენის მოხდენას. სრულად...


Wiki.png

დღის სტატია

Durkheim David.JPG

დიურკჰაიმი დავიდ ემილ - Durkheim David Émile, Давид Эмиль Дюркгейм, 1858-1917

ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, ფრანგული სოციოლოგიური სკოლის დამაარსებელი. სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იყო ბორდოს და პარიზის სორბონას უნივერსიტეტების პროფესორი. შექმნა და რედაქტორობდა მსოფლიოში პირველ სპეციალურ სოციოლოგიურ ჟურნალს. სოციოლოგის დამოუკიდებლი მეცნიერებად დაფუძნების ამოცანიდან გამომდინარე, დიურკჰაიმი ცდილობს, მონახოს რეალობა, რომელსაც საკუთარი, სხვაზე დაუყვანადი კანონზომიერებანი აქვს და რომლის შესწავლა მხოლოდ ამ დისციპლინას ხელეწიფება.სრულად...

Surati.png

დღის სურათი


Wiki.png

ხორბალი

Xorbali.jpeg

ხორბალი- (Triticum L.). ტერმინი ხორბალი (ჭანურად "ქოვ-ალი" // "ქუვ-ალ-ი", "ქუ-ალ-ი", "ქვ-ალ-ი"; მეგრულად "ქობალი"; სვანურად "კვეცენ"), საქართველოში თავდაპირველად აღნიშნავდა საერთოდ ყოველგვარ პურეულ მცენარეს, ხოლო მოგვიანებით - მთლიანად ხორბლის გვარს. შემდგომ ხანაში შეიმჩნევა ტერმინ „ხორბლის“ ჩანაცვლება „პურით“, რომელიც გულისხმობს, როგორც თვითონ ხორბლის პურს, ასევე მცენარეს.

თავდაპირველად ქართველები საკუთრივ პურისა და პურეული მცენარის აღსანიშნავად სახელწოდება „დიარს“ იყენებდნენ.სრულად...

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები