ბიზღუანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:30, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბიზღუანა (ოს. Бизгъуанæ) – ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟი, ვაიგი (დევი), ცხოვრობს თვალუწვდენელი სიმაღლის კოშკში, რომლის წვერზე ჩარჭობილია სამი ისარი. ამ ისართაგან ერთი არის მისი სული, მეორე – გამბედაობა, მესამე – ძალა. ნართი სოსლანი ვაიგისავე რაშით მიაფრინდა კოშკის წვერს, ჩამოხსნა ისრები და მოკლა ბიზღუანა.
ლიტერატურა
Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004.