ბუღდაშენი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუღდაშენი, ბუღაშენი, გორელოვკა – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ბარალეთის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1695-1800 მ სიმაღლეზე, ქალაქიდან 14 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 744, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). 1841 წლიდან ჯავახეთში დასახლებულმა რუსმა დუხობორებმა სოფელს დაარქვეს გორელოვკა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები