გამსახურდია ზვიად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Zviad gamsaxurdia.jpg

გამსახურდია ზვიად კონსტანტინეს ძე(დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, სოფ. ძველი ხიბულა, ხობის რაიონი), საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), სამხედრო ძლების უმაღლესი მთავარსარდალი (1991-92), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1973-90), საქართველოს ეროვნული გმირი (2013).


ბიოგრაფია

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1962).

მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 1972–77 და 1983-90 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-77 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.


გამსახურდიამ შექმნა პოლიტიკური ალიანსი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ (1990). 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად. 1991 წლის 22 დეკემბერს ოპოზიციამ იერიში მიიტანა საქართველოს პარლამენტის შენობაზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა. 1992 წლის 6 იანვარს მან და მისმა მთავრობის წევრებმა დატოვეს საქართველოს ტერიტორია და თავი შეაფარეს მცირე ხნით სომხეთს, ხოლო იქიდან ჩეჩნეთის რესპუპლოიკაში გადავიდნენ. 1993 წლის 24 სექტემბერს გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა.


საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს (სოფელი ძველი ხიბულა, ხობის რაიონი). 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში, ხოლო 2007 წლის 28 მარტს გადმოასვენეს საქართველოში, დაკრაძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები