გატი არმან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:32, 10 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გატი არმან - (ფრ. GATTI ARMAND) XX საუკუნის ფრანგული კინოსა და თეატრის რეჟისორი, დრამატურგი, პოეტი, ჟურნალისტი და სცენარისტი. დაიბადა 1924 წელს.

რევოლუციური იდეების პროპაგანდა და რევოლუციური ესთეტიკის შექმნა არმან გატისათვის მთავარი ამოცანა გახდა. მისი პიესები ხშირად იდგმება საფრანგეთის პროვინციის თეატრალურ ცენტრებში. დრამატურგი თავის ნაწარმოებებში აერთიანებს პოლიტიკურ და სოციალურ, ომისა და მშვიდობის აქტუალურ პრობლემებს. მისი ფანტაზია მდიდრდება პირობითი თეატრის ხერხებით, ყოველთვის იყენებს მკვეთრ და იოლად გასაშიფრ სიმბოლოებს. თავის ერთ-ერთ საუკეთესო პიესაში, - „საყოველთაო სახალხო სიმღერა ორი ელექტროსკამის წინ“ (1962), რომელიც საკოსა და ვანცეტის ბრძოლასა და დაღუპვაზე მოგვითხრობს, - გატის პერსონაჟები სცენაზე არ გამოჰყავს, მაგრამ დრამაში აჩვენებს სხვადასხვა სოციალური ფენების რეაქციას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მიმდინარე მოვლენებზე. წარმოდგენაში, რომელიც ავტორმა TNP-ის სცენაზე 1965 წელს განახორციელა, ერთმანეთში აღრეული იყო რეალობა და გამონაგონი, წარმოსახვა და ისტორია; სატირას თან სდევდა ჰეროიკული პათეტიკა. „ამ სპექტაკლში შემოქმედებითი გონი შეერწყა ღრმა გრძნობით მისწრაფებებს“, - წერდა გაზეთი „იუმანიტე“.

გატი მიმართავს ესპანეთში ფაშისტური დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის თემას („გენერალ ფრანკოს ვნებანი“, 1965), ვიეტნამის ომის თემას („V“, „როგორც ვიეტნამი“, 1967), წერს ნაგასაკის ატომური დაბომბვის შედეგებზეც („წერო“, 1968). 1968 წლის შფოთიანი გაზაფხულის შემდეგ წერს მოკლე პიესებს, რომლებშიც აანალიზებს ახლო წარსულის მოვლენებს, ასახავს სხვადასხვა სოციალურ ფენასა თუ სტუდენტურ წრეებში მიმდინარე პროცესებს. ამ პერიოდში მისი ამოცანაა, დაეხმაროს ახალგაზრდებს იდეურ თვითგამორკვევაში. ამ პიესათა უმრავლესობა დადგმულია სტუდენტურ, მოყვარულთა თეატრების სცენებზე თავად ავტორის ხელმძღვანელობით, რომელთაც ასე უწოდებდნენ: კოლექტიური ნამუშევარი, გაფორმებული არმან გატის ტექსტით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები