გედევანიშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გედევანიშვილი ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „[[ალექსანდრე გედე...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრე გედევანიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[გედევანიშვილი ა...)

22:00, 17 იანვარი 2019-ის ვერსია

გედევანიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (16.II.1870 - 1933) - გენერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1888. დაამთავრა პავლეს სახელობის I სამხედრო სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1889). პორუჩიკი (1893). დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია (მე-2 თანრიგით). შტაბსკაპიტანი (1900). კაპიტანი (1901). პოდპოლკოვნიკი (1907). პოლკოვნიკი (1910). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 203-ე ქვეითთა პოლკის მეთაური. გენერალ-მაიორი (1915). 1917 მეთაურობდა 51-ე ქვეითთა დივიზიას. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 წლის დასაწყისში იყო ბათუმის კომენდანტი. გარკვეულ ხანს იყო სამხედრო მინისტრის მოადგილე, სამხედრო საბჭოს წევრი. 1918 წლის ზაფხულიდან 1919 წლის გაზაფხულამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მსახურობდა წითელ ჯარში.

მიხეილ ბახტაძე


ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007;
  • ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი. თბ., 2007.


წყარო

სქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილეთ აგრეთვე

ალექსანდრე გედევანოვი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები