დენომინაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002.
+
[[მსოფლიო რელიგიები საქართველოში]]
  
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ორგანიზაციები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ორგანიზაციები]]

მიმდინარე ცვლილება 22:11, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

დენომინაცია - ლათინური სიტყვაა და „გადარქმევას“ ნიშნავს, მეორეული (რელიგიათ მცოდნეობითი) აზრით კი - იმ ორგანიზაციას, რომელიც ეკლესიისა და სექტის შუალედურ რგოლს, ე.ი. გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს.

დენომინაციების არსებითი ნიშანი აქტიური მისიონერული მოღვაწეობაა, რითაც ისინი ერთმანეთს და ეკლესიას კონკურენციას უწევენ. ამის მიუხედავად დენომინაციები საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ, თუმცა სახელმწიფო რელიგიებს არ წარმოადგენენ. ისინი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებთან ისე გაშინაურებული არ არიან, როგორც ეკლესიები, მაგრამ, სექტებისაგან განსხვავებით, არ უპირისპირდებიან მათ. მაგალითად: ჩვენს სინამდვილეში, საქართველოს ქრისტიან მოსახლეობაში, მიღებული ნორმაა ქელეხი, დაბადების დღეები, სადღეგრძელოები ღვინით, ნათესავების (მეშვიდე თაობამდე) უქორწინებლობა და ა.შ. დენომინაციები ამ ნორმებს იცავენ, სექტები - უგულვებელყოფენ.

ნ. სმელზერის სქემით, პროტესტანტული დენომინაციებია: ბაპტისტები, პრესბიტერიანელები, ეპისკოპალური ეკლესიის წევრები, მეთოდისტები, კონგრეგაციონალისტები და სხვა. მართლმადიდებლურ დენომინაციად სტაროვერები (ძველ-მართლმადიდებლები წვრილ-წვრილი განშტოებებით) უნდა ჩაითვალონ.



[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები