ეკალა ფხალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:32, 27 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკალა ფხალი — ეკალღიჭის ნორჩი ყლორტების მხალი, ნორჩი ფოთლები, რომელიც ფხალის შესამზადებლად გამოიყენებოდა.
გადარჩეულ და გარეცხილ ეკლის დუყებს ადუღებულწყლიან ჭურჭელში ჩაყრიდნენ. როგორც კი მოიხარშებოდა, წყალს გადაუწურავდნენ, წმინდად დაჭრილ პრასა-მაკიდოს ჩაურთავდნენ და ყველას ერთად წამოადუღებდნენ. შემდეგ გობზე გადმოიღებდნენ და დანით დაჭრიდნენ, ზემოდან ძმარში გახსნილ, მარილში დანაყილ ნიგოზს, პიტნას, ქინძს, კამასა და ნიორს დაასხამდნენ.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1971:188; აბაშიძე, კომახიძე, 1998:123.