ვლადიმერ გობეჩია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გობეჩია ვლადიმერ პავლეს ძე''' (?- 1918) - ქართველი პო...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვლადიმერ გობეჩია“ გადაიტანა გვერდზე „გობეჩია ვლადიმერ“)

21:07, 26 თებერვალი 2022-ის ვერსია

გობეჩია ვლადიმერ პავლეს ძე (?- 1918) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტ-რევოლუციონერი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ამიერკავკასიის კომისარიატის საზღვაო მინისტრი.

ვლადიმერ გობეჩია 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალზე ხელმომწერთა (სულ 88) შორისაა. 1909-1911 წლებში ვლადიმერ გობეჩია ბაქოში ცხოვრობდა. იმ პერიოდში ბაქოში ქართულ ენაზე გამოდიოდა პარტიული ორგანო - „მარცვალი“, თავის ძმა იოსებთან ერთად, რომელიც ასევე არალეგალურად ცხოვრობდა ქ. ბაქოში, აღნიშნული გაზეთის რედკოლეგიის წევრი იყო. ვლადიმერ გობეჩია 1918 წლის მაისში უცნობმა პირმა გასროლით მოკლა. მის გასვენებაში ყველა ქართული პარტია მონაწილეობდა. ეროვნულმა საბჭომ და პარტიებმა დაგმეს საბჭოს წევრის ვერაგული მკვლელობა, გარდაცვლილ ვლადიმერ გობეჩიას კი მრავალი სტატია მიუძღვნეს.

ლელა სარალიძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ვლადიმერ გობეჩია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები