ზარდახანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზარდახანა - (სპარსული - zarradxane), არსენალი, სამხედრო საჭურვლის საწყობი, სადაც ინახავდნენ სამხედრო აღჭურვილობას, ცხენის აღკაზმულობას და სხვა.
ზარდახანა სამხედრო უწყების დაწესებულება იყო და უშუალოდ ამილახორს ემორჩილებოდა. მას განაგებდა ზარდახანის უხუცესი. ზარდახანის მოხელეები იყვნენ მოლარე და მწიგნობარი, აგრეთვე მისრატულთუხუცესი და მისრატულები (უზანგის დამჭერები), რომლებიც მეფეს ემსახურებოდნენ ცხენით მგზავრობის დროს.
ზარდახანას წელიწადში ერთხელ ამოწმებდნენ ამილახორი, მეაბჯრეთუხუცესი, ზ-ის უხუცესი და მწიგნობარი (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მოხელე).