თავდაცვის ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:48, 27 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაცვის ზონა

1. საინჟინრო თვალსაზრისით მოწყობილი ადგილმდებარეობის რაიონი (ზოლი), რომელშიც გაერთიანებები (შენაერთები) საბრძოლო წყობაში (ოპერატიულ წყობაში) იშლებიან და თავდაცვითს ბრძოლას (ბატალიას) აწარმოებენ.

თავდაცვის ოპერატიული ზონა მოიცავს ოპერატიული გაერთიანების თავდაცვის ზონის ნაწილს არმიის და დაჯგუფების ზღუდესთან ერთად და იშლება თავდაცვის ტაქტიკური ზონის ზურგის საზღვრიდან ოპერატიული დაწყობის მთელ სიღრმეზე. თავდაცვის ტაქტიკური ზონა მოიცავს ადგილმდებარეობის ზოლს, რომლის ფარგლებშიც თავს იცავენ გაერთიანების I ეშელონის ნაწილები და შენაერთები.

2. მონაკვეთი ჯარების ნებისმიერი დაჯგუფებისათვის თავდაცვის წინა ხაზიდან ზურგის საზღვრამდე. თავდაცვის ზონაში წარმოებს გადამწყვეტი თავდაცვით ბრძოლები (ბატალიები).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები