თავმოყრილი ცეცხლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:23, 20 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თავმოყრილი ცეცხლი
1. საარტილერიო ცეცხლის სახეობა, რომელიც წარმოებს ერთდროულად რამდენიმე ბატარეის, დივიზიონის ან ხომალდის მიერ ერთ სამიზნისკენ, ან მიზნების ჯგუფისკენ. სახმელეთო არტილერიას დაენიშნება თავმოყრილი ცეცხლის მონაკვეთები; საზენიტო არტილერია თავმოყრილ ცეცხლს აწარმოებს მნიშვნელოვან საჰაერო მიზანზე რამდენიმე ქვედანაყოფის ძალებით ერთდროულად ან თანამიმდევრულად. სატანკო ოცეული, ასეული თავმოყრილ ცეცხლს აწარმოებენ პირდაპირი დამიზნებით;
2. სასროლი იარაღის ცეცხლის სახეობა - ერთდროულად რამდენიმე ტყვიამფრქვევით, ყუმბარსატყორცნით, ავტომატით, ერთ ან რამდენიმე ოცეულით (ასეულით) ერთ, ან რამდენიმე მიზანზე.