თბილისის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ციხე - ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სოლოლაკის კლდოვან თხემზე.

წყაროებში თბილისის ციხე პირველად IV საუკუნის ამბებთან დაკავშირებით იხსენიება. შემდეგ ხანებში წარმოადგენდა ქალაქის ციტადელს. წერილობით წყაროებში მოიხსენიება სახელწოდებებით: კალა, შურისციხე, ნარიყალა, ქალაქის ციხე. მრავალრიცხოვან ომებში ბევრჯერ დანგრეულა, მაგრამ შემდეგ აღუდგენიათ და გადაუკეთებიათ. ჩვენამდე მოღწეული ნაგებობები ძირითადად XII–XIII და XVII საუკუნეებს განეკუთვნება.

საბრძოლო კოშკებისა და კედლების გარდა ციხის ტერიტორიაზე ყოფილა აგრეთვე სასახლე, ეკლესია, აბანო და სხვა სამეურნეო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები. თბილისის ციხემ სამხედრო მნიშვნელობა დაკარგა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ (1801).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები