ივერიელი ანთიმოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 15 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Antimoz iverieli.png|thumb|300პქ|წმიდა ანთიმოზ ივერიელი]]
 
[[ფაილი:Antimoz iverieli.png|thumb|300პქ|წმიდა ანთიმოზ ივერიელი]]
'''წმ. ანთიმოზ ივერიელი''' -  (სექტემბერი ან ოქტომბერი 1650 - 1716), [[ქართველები|ქართველი]] ღვთისმეტყველი, მწიგნობარი, უდიდესი საეკლესიო მოღვაწე, ბუქარესტის მიტროპოლიტი.    
+
'''წმ. ანთიმოზ ივერიელი''' -  (1650/ 1660-1716) წმ. (ხსენ. დღე 14/27.09 ([[რუმინეთი|რუმინეთში]]), 13/26.06 ([[საქართველო|საქართველოში]]), საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, მესტამბე, მწერალი, [[ხუროთმოძღვარი]], კალიგრაფი, [[მხატვარი]], ვლახეთის ([[რუმინეთი]]) [[მიტროპოლიტი]].  
  
დაიბადა 1650 წ. დედას მარიამი ერქვა, მამას - ივანე, ხოლო თვითონ მას - ანდრია. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ წარმოშობით იგი სამხრეთ [[საქართველო|საქართველოდან]], კერძოდ, სოფელ უდედან იყო და მისი გვარი ხურციძე უნდა ყოფილიყო. 16 წლის ჭაბუკი ანთიმოზი სამშობლოდან მოიტაცეს და სტამბოლში გაყიდეს. იგი შეუსყიდია იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსს, თავისთან წაუყვანია და სასულიერო სასწავლებელში მიუბარებია. მალე დოსითეროსის ყურადღება მიიქცია ანთიმოზმა თავისი ბეჯითი სწავლით. იგი თურმე სულ ადვილად დაეუფლა სლავურ, ბერძნულ, არაბულ და რუმინულ ენებს. აქვე დოსითეოსთან ყოფნის დროს, შეისწავლა სასტამბო საქმეც. ანთიმოზი დოსითეოსთან დარჩა 1689 წლამდე. 1689 წელს უნგრო-ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრანკოვიანუმ მოსთხოვა პატრიარქს, სტამბის ოსტატი. დოსითეოსმა ანთიმოზ ივერიელი გაუგზავნა.  
+
ანთიმოზ ივერიელი  მრავალმხრივი და მეტად საინტერესო მოღვაწე იყო – დიდი ჰუმანისტი და განმანათლებელი, რუმინული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ვლახეთში სასტამბო საქმის ორგანიზატორი. რუმინელი ხალხი მას თავისი ქვეყნის თავდადებულ პატრიოტად და კულტურის მოამაგედ მიიჩნევს. ცნობილი ფრანგი მეცნიერი ე. პიკო მასზე წერდა: „საქართველოს წიაღიდან გამოსულმა (ანთიმოზმა) გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა“.  
  
ანთიმოზის სასტამბო მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა 1692 წლით თარიღდება. ამ წელს ბუქარესტში დაბეჭდილ ერთ-ერთ საეკლესიო წიგნზე აღნიშნულია, რომ ის დაიბეჭდა ანთიმოზ ივერიელის მიერ.
+
მოიპოვება ანთიმოზის ერთადერთი ფრესკული გამოსახულება გოვორის მონასტერში, რომელიც 1706 წლითაა დათარიღებული. ამ [[პორტრეტი|პორტრეტზე]] იგი უკვე ხანში შესული ადამიანია.  
  
1694 წელს ანთიმოზმა დატოვა ბუქარესტი და გადავიდა  საცხოვრებლად სნაგოვოში. მაშინ მას ეწოდა მარტივად „ანთიმოზ ქართველი, მესტამბე“.
+
===ბიოგრაფია===
 +
სავარაუდოდ, ანთიმოზი დაიბადა 1650 წ. (ზოგიერთი მკვლევრის აზრით – 1660). მკვლევართა ნაწილი ანთიმოზ ივერიელს რუმინელად მიიჩნევს, ზოგიერთი – სომეხად ან ბერძენად. მისი სახელი „ივერიელი“, მათი აზრით, უკავშირდება ანთიმოზ ივერიელის [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტერში]] (ივირონში) მოღვაწეობას. ანთიმოზ ივერიელი  თავის თავს „უცხოელს“ უწოდებს, ხოლო მის მიერ არაბულად დაბეჭდილ „ჟამნში“ ვკითხულობთ: „დაიბეჭდა ბუქარესტსა უნგრო-ვლახეთისასა, ხელითა ანთიმოზ მღვდელ-მონაზვნისათა, ძირად ქართველისა (არაბ. – „გურჯი“) წელსა 1702 წ. ქრისტესით“. ასეა იგი მოხსენიებული თავისსავე გამოცემულ ბერძნულ-არაბულ „[[კონდაკი|კონდაკშიც]]“.  
  
ანთიმოზმა სნაგოვოში მალე ყველას ყურადღება მიიპყრო. 1695 წელს მას დაეკისრა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობანი. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო საქმეებით დიდად დაიტვირთა, იგი მაინც თავის საყვარელ საქმეს, წიგნის ბეჭდვას არ ჩამოშორებია.
+
ანთიმოზ ივერიელის ბავშვობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ზოგიერთ წყაროში იგი „კეთილშობილ მშობელთა“ შვილადაა მიჩნეული, ზოგან კი – „საწყალ ადამიანად“, რომელიც „მაღალმა ღმერთმა აღამაღლა“, რათა მოეპოვებინა ადგილი ვლახეთის მთავრის, კონსტანტინე ბრინკოვიანუს, ბოიარების გვერდით.  
  
ანთიმოზი მარტო ბერძნულ და რუმინულ წიგნებს როდი ბეჭდავდა. იგი შეუდგა აღმოსავლურ ენებზე დაწერილი წიგნების გამოცემასაც. ამ მიზნით დააარსა აღმოსავლური სტამბები. 1701 წელს ანთიმოზმა არაბულ და ბერძნულ ენებზე გამოსცა ლიტურგიკების კრებული.
+
გადმოცემის მიხედვით, ანთიმოზ ივერიელი  ახალგაზრდობაში გაუტაციათ და მონად გაუყიდიათ კონსტანტინოპოლის ბაზარზე. იგი ტყვეობიდან გამოიხსნა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. როგორც ჩანს, როდესაც ბრინკოვიანუს ვლახეთში მიუწვევია სასტამბო საქმის გასავითარებლად, ანთიმოზი უკვე ცნობილი მოღვაწე იყო – „ბეჭდვითი საქმის, ხატვისა და გრავირების დიდი მცოდნე“ (მ. როლერი). მისი ინტელექტუალური სახე საქართველოში უნდა ჩამოყალიბებულიყო, რასაც მოწმობს მის მიერ გამოცემულ წიგნებზე დართული მოკაზმულობანი, აგრეთვე ბუქარესტში აგებული ტაძრის („ანთიმოზის მონასტერი“) მთავარი კარი და სარკმლები, ვოზიის მონასტრის [[მოხატულობა]]. მათში აშკარად მეიმჩნევა ქართული ორნამენტების კვალი. რუმინელი მეცნიერები (ი. ნანუ, პ. კონსტანტინე-სკუიაში) აღიარებენ ქართული ხელოვნების გავლენას რუმინულ ხელოვნებაზე და ამ ფაქტის ერთ-ერთ დასტურად მოჰყავთ ქართველ ოსტატთა მოღვაწეობა ვლახეთში. მათგან უპირველესი დამსახურება მიუძღვის ცხადია აანთიმოზ ივერიელს, რომლის მოღვანეობამ დიდი გავლენა იქონია რუმინული კულტურის არაერთი დარგის განვითარებაზე.  
  
1705 წელს ანთიმოზი დაინიშნა ეპისკოპოსად და ბუქარესტიდან რიმნიკში გადასახლდა და თან  გადაიტანა „თანამგზავრი“ სტამბა.
+
====ბეჭდვითი საქმიანობა====
 +
კონსტანტინე ბრინკოვიანუმ თავისი მთავრობის პერიოდში (1688-1714) ქვეყნის კულტურული განვითარებისათვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ბეჭდვითი საქმის განვითარება დასახა. ამ საქმის ორგანიზატორი ანთიმოზ ივერიელი იყო. ვლახეთში არსებობდა ერთი სტამბა. რომელიც დაარსებული იყო მიტროპოლიტ ვარლამის მიერ. ანთიმოზ ივერიელის მეთაურობით დაარსდა კიდევ ოთხი სტამბა ბუქარესტში, სნაგოვოში, რიმნიკსა და ტირგოვიშტეში. ამ სტამბებში იბეჭდებოდა წიგნები რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, არაბულ და თურქულ ენებზე. კონსტანტინე ბრინკოვიანუს მხარდაჭერით ანთიმოზ ივერიელმა შეძლო, გადაექცია ვლახეთი [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლობის]] ცენტრად, რომელიც მთელ [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა. ანთიმოზ ივერიელის უშუალო ხელმძღვანელობითა და ავტორობით დაიბეჭდა „66 თავი ბერძენთა თვითმპყრობელის ბასილი მაკედონელის შეგონებათა“; „[[სახარება]]“ (ორ ენაზე – ბერძნულსა და რუმინულზე), რომელიც ანთიმოზ ივერიელის მიერ საუცხოო ორნამენტებითაა შემკული; „[[დავითნი]]“ (რუმინულად); „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმინდათა განდიდებისა“ (რუმინულ და ძველ სლავურ ენებზე); „ანთოლოგიონი“ (ბერძნულად); „ქრისტიანული სწავლებანი“ (რუმინულად); „კონდაკი“ (ბერძნულ-არაბულად); „[[ჟამნი]]“ (ბერძნულ-არაბულად); „სლავური გრამატიკა“, „აღმოსაელეთის ეკლესიის დოგმების შესახებ“ (რუმინულად); „ორთოდოქსალური აღსარება“ (ბერძნულად); „ლოცვანი“ (ბერძნულად); „ათონის მთის სამლოცველო“ (ბერძნულად) და სხვ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანთიმოზ ივერიელის მიერ დამზადებული არაბული შრიფტი გამოიყენეს [[სირია]]ში, ქ. ჰალაბის სტამბაში წიგნების დასაბეჭდად. ანთიმოზ ივერიელმა ათანასე ანტიოქიელი პატრიარქის თხოვნით პირველმა დაბეჭდა ვლახეთში სალიტურგიო წიგნები ბერძნულ-არაბულ ენებზე, რომლეებიც უსასყიდლოდ დაურიგდათ ანტიოქიის საპატრიარქოს მართლმადიდებელ არაბებს. 1703 წ.ანთიმოზ ივერიელმა რუმინულ ენაზე გამოსცა ბერძნულიდან თარგმნილი [[ბიბლია]].  
  
1708 წელს ანთიმოზს მიანიჭეს მიტროპოლიტის ხარისხი. იმავე წელს იგი თავის სტამბიანად რიმნიკიდან ტირგოვიშტეში გადასახლდა.
+
1708 წელს ანთიმოზ ივერიელი აირჩიეს უნგრო-ვლახეთის [[მიტროპოლიტი|მიტროპოლიტად]]. მან თავის რეზიდენციაში, ტირგოვიშტეში, დააარსა სტამბა, სადაც გამოიცა: „ყოველწლიური წიგნი საეკლესიო ღვთისმსახურების შესახებ“; „მეფე ალექსი კომნენოსის სამხედრო დოგმატიკა“ და „დავითნი“. 26 წლის განმავლობაში მან ვლახეთში გამოსცა სხვადასხვა ხასიათისა და მოცულობის 64 წიგნი, მათგან 39 უშუალოდ მისი დაბეჭდილია. ანთიმოზ ივერიელის ორიგინალური თხზულებაა მისი „ქადაგებები“.  
  
მიმოიხილავს რა ანთიმოზის მოღვაწეობას ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს: ''„ანთიმოზი არ დაკმაყოფილებულა თავის გარშემო შეკრებილთათვის სათნოების და კეთილი საქმეების მაგალითის მიცემით. მან ყურადღება მიაქცია თავის თანამემამულეებს, მოისურვა მათთვისაც სტამბის დაარსება“''.
+
სასულიერო შინაარსის წიგნების გამოცემა რუმინულ ენაზე სალიტერატურო ენის დახვეწას, ლიტურგიკულ პრაქტიკაში ადგილობრივი ენის დამკვიდრებას ემსახურებოდა: „ყველა მღვდელმთავართა შორის, რომელთაც ვლახეთის სამიტროპოლიტო ტახტი სჭერიათ, არავინ არის ისეთი, რომელსაც შთამომავლობის თვალში ესოდენ დიდი ღვაწლი მიუძღოდვს, როგორც ანთიმ ივერიელს“ (ვ. პიკო).  
 
+
პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი 1629 წლით თარიღდება. ეს იყო იტალიაში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი ლოცვებითურთ. [[არჩილ მეფე|არჩილ მეფემ]] დიდი საფასურის გაღებით ქართული შრიფტი ამსტერდამში ჩამოასხმევინა და მოსკოვში ყოფნისას 1705 წელს დაბეჭდა წიგნი „დავითნი“, მაგრამ ეს წამოწყება დღემოკლე აღმოჩნდა. ვახტანგ VI-მ მრავალ საშუალებას მიმართა, რომ საქართველოში სტამბის გამართვის სპეციალისტი ჩამოეყვანა. იგი ბოლოს დაუკავშირდა ცნობილ ქართველ სასულიერო მოღვაწეს ანთიმოზ ივერიელს, რომელიც გულთბილად გამოეხმაურა ვახტანგის თხოვნას საქართველოში სტამბის მოწყობის შესახებ და თავისი მოწაფე, უნგრელი მიხაილ იშტვანოვიჩი გამოგზავნა. ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი მარტო სპეციალისტის გამოგზავნით არ ამოიწურება. მას სხვა საქმეც გაუკეთებია: სტამბის მოწყობილობის, წიგნის გასაფორმებელი ხელსაწყოების, შრიფტისა და სხვა „წვრილმანის“ გამოგზავნის ინიციატორიც ყოფილა.
+
 
+
ქართული სტამბა 1708-1709 წლებში მოეწყო. სტამბისთვის მეფის სასახლესთან სპეციალური „სახლები“ ააგეს [[ანჩისხატის ეკლესია|ანჩისხატისა]] და სიონის ტაძრებს შორის. 1706  წელს ამ სტამბაში ანთიმოზ ივერიელის მიერ შექმნილი ქართული შრიფტით დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი - „სახარება“. ვახტანგ VI-მ სახარების ერთი ცალი გაუგზავნა ანთიმოზ ივერიელს, რომელმაც იგი ოქროს  ყდაში ჩასვა და ვლახეთის მმართველ კონსტანტინე ბრანკუვიანოს მიართვა. სახარებას  ანთიმოზმა რუმინულ ენაზე თავისივე ხელით გაუკეთა წარწერა: „''ესე წმიდა წიგნი (სახარება) ეძღვნება მაღალს გოსპოდარს, ეს წიგნი ახალი  ნაყოფია, რომელიც აღორძინდა ივერიის მიწაზე შენი შეწევნითა და ესე მიწა გამდიდრდა თავისი ბეჭდური სიტყვით, ისევე როგორც გამდიდრდა ბეჭდური სიტყვით არაბეთი, ელადა უნგრო- ვლახეთი“''. ამ ამონაწერებიდან ჩანს, თუ როგორი აღფრთოვანებული ყოფილა ანთიმოზი საქართველოში სტამბის დაარსების გამო.
+
 
+
ანთიმოზ ივერიელის ღვაწლის წყალობით საფუძველი ჩაეყარა რუმინელი და ქართველი ხალხის მეგობრობას.
+
 
+
ანთიმოზ ივერიელმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინული კულტურის აღორძინების საქმეს. მან 26 წელი იცხოვრა უნგრო-ვლახეთის, ანუ რუმინეთის მიწაზე და ამ დროის განმავლობაში 33 ეკლესია ააგო. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში არსებობს ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქუჩა, სადაც წმ. ანთიმოზის პროექტით აგებულია ყოვლადწმიდა სამების ტაძრი. მისი ფრესკები თვით ანთიმოზ ივერიელის მოხატულია და ხის კარები მისივე ჩუქურთმებითაა დამშვენებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, საზღვარგარეთის ქვეყნერბიდან, რუმინეთმა პირველმა აღიარა. და რომ ანთიმოზ ივერიელი პირველი ქართველია, რომელიც საზღვარგარეთ იქნა წმინდანად შერაცხილი.
+
 
+
ანთიმოზ ივერიელმა დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარების, წიგნის ბეჭდვის საქმეში. მის სახელთანაა დაკავშირებული რუმინეთის ღვთისმსახურებაში რუმინული ენის დამკვიდრება, რასაც დიდი მნიშვნმელობა ჰქონდა რუმინული სასულიერო და საერო მწერლობის განვითარებისათვის. ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის რამდენიმე ორიგინალური თხზულება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „ქადაგებანი“ იგი ილუსტრაციებითა და მინიატურებით თვითონვე ამკობდა მის მიერვე გამოცემულ წიგნებს (მაგ: „სახარება“ გამოიცა 1893 წ.). ანთიმოზმა მოაჩუქურთმა მის მიერვე ბუქარესტში აგებული მონასტრის („ანთიმოზის მონასტერი“) მთავარი კარი და სარკმლები, რომელთა ორნამეტში ქართული სტილი შერწყმულია რუმინულთან და დღესაც რჩება ხეზე ჭრის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად. ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის წყალობით რუმინეთი XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე გადაიქცა მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ამარაგებდა ბერძნული, სლავური და არაბული (მაგ: „არაბ. კურთხევანი“) ენებზე გამოცემული წიგნებით.
+
 
+
ფრანგი მკვლევარი ე. პიკო ანთიმოზის ღვაწლის შესახებ წერს: ''„მან, უცხოელმა, საქართველოს წიაღიდან მოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა“.''
+
 
+
ანთიმოზ ქართველი იყო დიდი მწიგნობარი, მრავალ ენათა მცოდნე, პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, ხუროთმოძღვარი, ორატორი და იგი ახალი რუმინული ლიტერატურის ფუძემდებლადაც არის მიჩნეული.
+
 
+
ანთიმოზ ივერიელი იბრძოდა რუმინული ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის. სათავეში ედგა ანტიოსმალურ  მოძრობას. თავის „ქადაგებაში“ გაბედულად ამხელდა ბოიარების უზნეობასა და ანტიპატრიოტიზმს. მოუწოდებდა ხალხს განმათავისუფლებელი ბრძოლისკენ.  ანთიმოზს ანტიოსმალური ორიენტაციის გამო უთანხმოება მოუვიდა რუმინეთის მთავართან. მას ღალატი დასწამეს და შეიპყრეს. აჰყარეს სასულიერო ღირსება, დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი - ანდრია და მიუსაჯეს სამუდამო ექსორია სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში. როგორც ფიქრობენ, თანმხლებმა იანიჩარებმა, მთავრის დავალებით, ანთიმოზ ივერიელი მოკლეს და მისი გვამი მდინარე მარიცაში გადააგდეს. ეს მოხდა 1716 წელს.
+
 
+
1992 წ. რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე, ქართული ეკლესია კი მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.
+
  
 +
დიდი ღვაწლი მიუძღვის ანთიმოზს [[თბილისი|თბილისში]] ქართული სტამბის დაარსებაშიც. როგორც ცნობილია, [[ვახტანგ VI]]-მ იერუსალიმის პატრიარქის, ქრიზანთეს, მეშვეობით კონტაქტი დაამყარა ანთიმოზ ივერიელთან და დახმარება თხოვა სტამბის მოწეობის საქმეში. ანთიმოზ ივერიელმა კ. ბრინკოვიანუს შემწეობით გაგზავნა საქართველოში თავისი ყველაზე დახელოვნებული და იმ დროისათვის უკვე სახელგანთქმული მესტამბე მიხაილ იშტვანოვიჩი. ქართულ პირველნაბეჭდ წიგნებში ნათქვამია. რომ ვახტანგ VI-მ „მოიხვნა სტამბა ვლახეთით“, მესტამბე კი იყო რუმინეთიდან ჩამოსული იშტვანოვიჩი, „უნგროვლახელი“. მან თბილისის სტამბაში 1709-1711 წწ. დაბეჭდა ათი დასახელების წიგნი – „დავითნი“, „სახარება“, „სამოციქულო“, „კონდაკი“ და სხვ.
  
 +
====მონაწილობა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში==== 
 +
ანთიმოზ ივერიელი აქტიურად მონაწილეობდა და, ფაქტობრივად, წარმართავდა ვლახეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ [[ბრძოლა]]ს უცხოელი დამპყრობლების – თურქებისა და ფანარიოტების – წინააღმდეგ. მას აშკარად გამოხატული ანტითურქული ორიენტაცია ჰქონდა, რაც სხვადასხვა დროს თანხვდებოდა იმდროინდელი მართლმადიდებლური რუსების და ავსტრიელთა ინტერესებს. კონსტანტინე ბრინკოვიანუ, რომელიც არ ატარებდა ერთიან პოლიტიკურ კურსს, თურქების მომძლავრების პერიოდში მათთან მოლაპარაკების, შერბილებული პოლიტიკისა და ლოდინის გზას ადგა. ცნობილია, რომ ანთიმოზ ივერიელმა მისგან ფარულად მოაწყო რუს. მომხრე დიდგვაროვანთა თათბირი, რაც ბრინკოვიანუსთან უთანხმოების მიზეზი გახდა.
  
 +
1714 წ. თურქებმა სიკვდილით დასაჯეს კონსტანტინე ბრინკოვიანუ, 1716 წ. კი – უკანასკნელი ვლახელი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი. ამავე წლიდან ოსმალეთი ვლახეთის მთავრებად ფანარიოტებს (ბერძნებს კონსტანტინოპოლიდან) ნიშნავდა. 1716 წ. აგვისტოში თურქები დამარცხდნენ ავსტრიელებთან ბრძოლაში და ანთიმოზ ივერიელის აქტიური მონაწილეობით გავრცელებული ხმების გამო, თითქოს ავსტრიელები მოადგნენ ბუქარესტს, ფანარიოტი ნიკოლო მავროკორდატი ქალაქიდან გაიქცა. ანთიმოზ ივერიელის თაოსნობით შედგა თათბირი, სადაც ვლახეთის მმართველად აირჩიეს ადგილობრივი მკვიდრი ბრეზოიანუ. ავსტრიელებმა ისევე, როგორც რუსებმა, არ მიიყვანეს ბოლომდე თურქებთან ბრძოლა. ფანარიოტი მავროკორდატი მალევე დაბრუნდა ბუქარესტში. მან სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყო და სიკვდილით დასაჯა შეთქმულების მოთავენი. ეპისკოპოსთა ყრილობაზე, რომელიც მოწვეული იყო კონსტანტინოპოლის [[პატრიარქი]]ს, იერემიასა და მავროკორდატის მიერ, ანთიმოზ ივერიელს აჰყარეს სასულიერო წოდება, დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი ანდრია და მიუსაჯეს ექსორია [[სინაი (მთა)|სინის მთის]] ეკატერინეს მონასტერში. გზაში იანიჩარებმა ანთიმოზ ივერიელი მოკლეს და მდინარეში გადააგდეს.
  
 +
ანთიმოზ ივერიელი რუმინეთისა და [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა]] წმინდანად შერაცხეს.
 +
 +
''თ. აბულაძე''
  
 +
==ლიტერატურა==
 +
* გვინჩიძე ო., ანთიმ ივერიელი, თბ., 1973; 
 +
* კვასხვაძე შ., ვახტანგ VI სტამბის წიგნი, თბ., 1952;. 
 +
* კურდღელაშვილი შ, ქართული სტამბის ისტორიიდან, თბ., 1959; 
 +
* ლეონიძე გ., ანთიმოზ ივერიელი, „დროშა“, 1951, #2; 
 +
* ნანუიო ნ., ქართული და რუმინული ხელოვნების ურთიერთობა, „საბჭოთა ხელოვნება“, 1963, #8; 
 +
* შანიძე ა., ქართული სტამბის ისტორიისათვის, კრ.: „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წგ. 1, თბ., 1935; 
 +
* შარაშიძე ქ., პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722), თბ., 1955; 
 +
* Джинджихашвили Ф., Антимоз Ивериели Тб., 1967; 
 +
* История Румынии, под редакцией М Роллера, 1950; 
 +
* Revolutiile Valachiei de Anton Maria Gel Chiaro Florentino, Iasi, 1929.
  
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
[[კატეგორია:წმინდანები]]
[[კატეგორია:ქართველი წმინდანები]]
+
[[კატეგორია:ქართველი მწიგნობრები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]

მიმდინარე ცვლილება 23:34, 4 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

წმიდა ანთიმოზ ივერიელი

წმ. ანთიმოზ ივერიელი - (1650/ 1660-1716) წმ. (ხსენ. დღე 14/27.09 (რუმინეთში), 13/26.06 (საქართველოში), საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, მესტამბე, მწერალი, ხუროთმოძღვარი, კალიგრაფი, მხატვარი, ვლახეთის (რუმინეთი) მიტროპოლიტი.

ანთიმოზ ივერიელი მრავალმხრივი და მეტად საინტერესო მოღვაწე იყო – დიდი ჰუმანისტი და განმანათლებელი, რუმინული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ვლახეთში სასტამბო საქმის ორგანიზატორი. რუმინელი ხალხი მას თავისი ქვეყნის თავდადებულ პატრიოტად და კულტურის მოამაგედ მიიჩნევს. ცნობილი ფრანგი მეცნიერი ე. პიკო მასზე წერდა: „საქართველოს წიაღიდან გამოსულმა (ანთიმოზმა) გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა“.

მოიპოვება ანთიმოზის ერთადერთი ფრესკული გამოსახულება გოვორის მონასტერში, რომელიც 1706 წლითაა დათარიღებული. ამ პორტრეტზე იგი უკვე ხანში შესული ადამიანია.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

სავარაუდოდ, ანთიმოზი დაიბადა 1650 წ. (ზოგიერთი მკვლევრის აზრით – 1660). მკვლევართა ნაწილი ანთიმოზ ივერიელს რუმინელად მიიჩნევს, ზოგიერთი – სომეხად ან ბერძენად. მისი სახელი „ივერიელი“, მათი აზრით, უკავშირდება ანთიმოზ ივერიელის ათონის ივერთა მონასტერში (ივირონში) მოღვაწეობას. ანთიმოზ ივერიელი თავის თავს „უცხოელს“ უწოდებს, ხოლო მის მიერ არაბულად დაბეჭდილ „ჟამნში“ ვკითხულობთ: „დაიბეჭდა ბუქარესტსა უნგრო-ვლახეთისასა, ხელითა ანთიმოზ მღვდელ-მონაზვნისათა, ძირად ქართველისა (არაბ. – „გურჯი“) წელსა 1702 წ. ქრისტესით“. ასეა იგი მოხსენიებული თავისსავე გამოცემულ ბერძნულ-არაბულ „კონდაკშიც“.

ანთიმოზ ივერიელის ბავშვობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ზოგიერთ წყაროში იგი „კეთილშობილ მშობელთა“ შვილადაა მიჩნეული, ზოგან კი – „საწყალ ადამიანად“, რომელიც „მაღალმა ღმერთმა აღამაღლა“, რათა მოეპოვებინა ადგილი ვლახეთის მთავრის, კონსტანტინე ბრინკოვიანუს, ბოიარების გვერდით.

გადმოცემის მიხედვით, ანთიმოზ ივერიელი ახალგაზრდობაში გაუტაციათ და მონად გაუყიდიათ კონსტანტინოპოლის ბაზარზე. იგი ტყვეობიდან გამოიხსნა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. როგორც ჩანს, როდესაც ბრინკოვიანუს ვლახეთში მიუწვევია სასტამბო საქმის გასავითარებლად, ანთიმოზი უკვე ცნობილი მოღვაწე იყო – „ბეჭდვითი საქმის, ხატვისა და გრავირების დიდი მცოდნე“ (მ. როლერი). მისი ინტელექტუალური სახე საქართველოში უნდა ჩამოყალიბებულიყო, რასაც მოწმობს მის მიერ გამოცემულ წიგნებზე დართული მოკაზმულობანი, აგრეთვე ბუქარესტში აგებული ტაძრის („ანთიმოზის მონასტერი“) მთავარი კარი და სარკმლები, ვოზიის მონასტრის მოხატულობა. მათში აშკარად მეიმჩნევა ქართული ორნამენტების კვალი. რუმინელი მეცნიერები (ი. ნანუ, პ. კონსტანტინე-სკუიაში) აღიარებენ ქართული ხელოვნების გავლენას რუმინულ ხელოვნებაზე და ამ ფაქტის ერთ-ერთ დასტურად მოჰყავთ ქართველ ოსტატთა მოღვაწეობა ვლახეთში. მათგან უპირველესი დამსახურება მიუძღვის ცხადია აანთიმოზ ივერიელს, რომლის მოღვანეობამ დიდი გავლენა იქონია რუმინული კულტურის არაერთი დარგის განვითარებაზე.

[რედაქტირება] ბეჭდვითი საქმიანობა

კონსტანტინე ბრინკოვიანუმ თავისი მთავრობის პერიოდში (1688-1714) ქვეყნის კულტურული განვითარებისათვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ბეჭდვითი საქმის განვითარება დასახა. ამ საქმის ორგანიზატორი ანთიმოზ ივერიელი იყო. ვლახეთში არსებობდა ერთი სტამბა. რომელიც დაარსებული იყო მიტროპოლიტ ვარლამის მიერ. ანთიმოზ ივერიელის მეთაურობით დაარსდა კიდევ ოთხი სტამბა ბუქარესტში, სნაგოვოში, რიმნიკსა და ტირგოვიშტეში. ამ სტამბებში იბეჭდებოდა წიგნები რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, არაბულ და თურქულ ენებზე. კონსტანტინე ბრინკოვიანუს მხარდაჭერით ანთიმოზ ივერიელმა შეძლო, გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა. ანთიმოზ ივერიელის უშუალო ხელმძღვანელობითა და ავტორობით დაიბეჭდა „66 თავი ბერძენთა თვითმპყრობელის ბასილი მაკედონელის შეგონებათა“; „სახარება“ (ორ ენაზე – ბერძნულსა და რუმინულზე), რომელიც ანთიმოზ ივერიელის მიერ საუცხოო ორნამენტებითაა შემკული; „დავითნი“ (რუმინულად); „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმინდათა განდიდებისა“ (რუმინულ და ძველ სლავურ ენებზე); „ანთოლოგიონი“ (ბერძნულად); „ქრისტიანული სწავლებანი“ (რუმინულად); „კონდაკი“ (ბერძნულ-არაბულად); „ჟამნი“ (ბერძნულ-არაბულად); „სლავური გრამატიკა“, „აღმოსაელეთის ეკლესიის დოგმების შესახებ“ (რუმინულად); „ორთოდოქსალური აღსარება“ (ბერძნულად); „ლოცვანი“ (ბერძნულად); „ათონის მთის სამლოცველო“ (ბერძნულად) და სხვ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანთიმოზ ივერიელის მიერ დამზადებული არაბული შრიფტი გამოიყენეს სირიაში, ქ. ჰალაბის სტამბაში წიგნების დასაბეჭდად. ანთიმოზ ივერიელმა ათანასე ანტიოქიელი პატრიარქის თხოვნით პირველმა დაბეჭდა ვლახეთში სალიტურგიო წიგნები ბერძნულ-არაბულ ენებზე, რომლეებიც უსასყიდლოდ დაურიგდათ ანტიოქიის საპატრიარქოს მართლმადიდებელ არაბებს. 1703 წ.ანთიმოზ ივერიელმა რუმინულ ენაზე გამოსცა ბერძნულიდან თარგმნილი ბიბლია.

1708 წელს ანთიმოზ ივერიელი აირჩიეს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად. მან თავის რეზიდენციაში, ტირგოვიშტეში, დააარსა სტამბა, სადაც გამოიცა: „ყოველწლიური წიგნი საეკლესიო ღვთისმსახურების შესახებ“; „მეფე ალექსი კომნენოსის სამხედრო დოგმატიკა“ და „დავითნი“. 26 წლის განმავლობაში მან ვლახეთში გამოსცა სხვადასხვა ხასიათისა და მოცულობის 64 წიგნი, მათგან 39 უშუალოდ მისი დაბეჭდილია. ანთიმოზ ივერიელის ორიგინალური თხზულებაა მისი „ქადაგებები“.

სასულიერო შინაარსის წიგნების გამოცემა რუმინულ ენაზე სალიტერატურო ენის დახვეწას, ლიტურგიკულ პრაქტიკაში ადგილობრივი ენის დამკვიდრებას ემსახურებოდა: „ყველა მღვდელმთავართა შორის, რომელთაც ვლახეთის სამიტროპოლიტო ტახტი სჭერიათ, არავინ არის ისეთი, რომელსაც შთამომავლობის თვალში ესოდენ დიდი ღვაწლი მიუძღოდვს, როგორც ანთიმ ივერიელს“ (ვ. პიკო).

დიდი ღვაწლი მიუძღვის ანთიმოზს თბილისში ქართული სტამბის დაარსებაშიც. როგორც ცნობილია, ვახტანგ VI-მ იერუსალიმის პატრიარქის, ქრიზანთეს, მეშვეობით კონტაქტი დაამყარა ანთიმოზ ივერიელთან და დახმარება თხოვა სტამბის მოწეობის საქმეში. ანთიმოზ ივერიელმა კ. ბრინკოვიანუს შემწეობით გაგზავნა საქართველოში თავისი ყველაზე დახელოვნებული და იმ დროისათვის უკვე სახელგანთქმული მესტამბე მიხაილ იშტვანოვიჩი. ქართულ პირველნაბეჭდ წიგნებში ნათქვამია. რომ ვახტანგ VI-მ „მოიხვნა სტამბა ვლახეთით“, მესტამბე კი იყო რუმინეთიდან ჩამოსული იშტვანოვიჩი, „უნგროვლახელი“. მან თბილისის სტამბაში 1709-1711 წწ. დაბეჭდა ათი დასახელების წიგნი – „დავითნი“, „სახარება“, „სამოციქულო“, „კონდაკი“ და სხვ.

[რედაქტირება] მონაწილობა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში

ანთიმოზ ივერიელი აქტიურად მონაწილეობდა და, ფაქტობრივად, წარმართავდა ვლახეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას უცხოელი დამპყრობლების – თურქებისა და ფანარიოტების – წინააღმდეგ. მას აშკარად გამოხატული ანტითურქული ორიენტაცია ჰქონდა, რაც სხვადასხვა დროს თანხვდებოდა იმდროინდელი მართლმადიდებლური რუსების და ავსტრიელთა ინტერესებს. კონსტანტინე ბრინკოვიანუ, რომელიც არ ატარებდა ერთიან პოლიტიკურ კურსს, თურქების მომძლავრების პერიოდში მათთან მოლაპარაკების, შერბილებული პოლიტიკისა და ლოდინის გზას ადგა. ცნობილია, რომ ანთიმოზ ივერიელმა მისგან ფარულად მოაწყო რუს. მომხრე დიდგვაროვანთა თათბირი, რაც ბრინკოვიანუსთან უთანხმოების მიზეზი გახდა.

1714 წ. თურქებმა სიკვდილით დასაჯეს კონსტანტინე ბრინკოვიანუ, 1716 წ. კი – უკანასკნელი ვლახელი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი. ამავე წლიდან ოსმალეთი ვლახეთის მთავრებად ფანარიოტებს (ბერძნებს კონსტანტინოპოლიდან) ნიშნავდა. 1716 წ. აგვისტოში თურქები დამარცხდნენ ავსტრიელებთან ბრძოლაში და ანთიმოზ ივერიელის აქტიური მონაწილეობით გავრცელებული ხმების გამო, თითქოს ავსტრიელები მოადგნენ ბუქარესტს, ფანარიოტი ნიკოლო მავროკორდატი ქალაქიდან გაიქცა. ანთიმოზ ივერიელის თაოსნობით შედგა თათბირი, სადაც ვლახეთის მმართველად აირჩიეს ადგილობრივი მკვიდრი ბრეზოიანუ. ავსტრიელებმა ისევე, როგორც რუსებმა, არ მიიყვანეს ბოლომდე თურქებთან ბრძოლა. ფანარიოტი მავროკორდატი მალევე დაბრუნდა ბუქარესტში. მან სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყო და სიკვდილით დასაჯა შეთქმულების მოთავენი. ეპისკოპოსთა ყრილობაზე, რომელიც მოწვეული იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქის, იერემიასა და მავროკორდატის მიერ, ანთიმოზ ივერიელს აჰყარეს სასულიერო წოდება, დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი ანდრია და მიუსაჯეს ექსორია სინის მთის ეკატერინეს მონასტერში. გზაში იანიჩარებმა ანთიმოზ ივერიელი მოკლეს და მდინარეში გადააგდეს.

ანთიმოზ ივერიელი რუმინეთისა და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა წმინდანად შერაცხეს.

თ. აბულაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გვინჩიძე ო., ანთიმ ივერიელი, თბ., 1973;
  • კვასხვაძე შ., ვახტანგ VI სტამბის წიგნი, თბ., 1952;.
  • კურდღელაშვილი შ, ქართული სტამბის ისტორიიდან, თბ., 1959;
  • ლეონიძე გ., ანთიმოზ ივერიელი, „დროშა“, 1951, #2;
  • ნანუიო ნ., ქართული და რუმინული ხელოვნების ურთიერთობა, „საბჭოთა ხელოვნება“, 1963, #8;
  • შანიძე ა., ქართული სტამბის ისტორიისათვის, კრ.: „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წგ. 1, თბ., 1935;
  • შარაშიძე ქ., პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722), თბ., 1955;
  • Джинджихашвили Ф., Антимоз Ивериели Тб., 1967;
  • История Румынии, под редакцией М Роллера, 1950;
  • Revolutiile Valachiei de Anton Maria Gel Chiaro Florentino, Iasi, 1929.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები