ირლანდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Labashidze გვერდი „ირლანდია“ გადაიტანა გვერდზე „ირლანდიის რესპუბლიკა“)
(მომხმარებელმა Labashidze გვერდი „ირლანდიის რესპუბლიკა“ გადაიტანა გვერდზე „ირლანდია“ გადამისამ...)

15:43, 16 მარტი 2018-ის ვერსია

ირლანდია (Ireland - ირლანდიის რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. უჭირავს კუნძულ ირლანდიის უმეტესი ნაწილი.

ფართობი 70,3 ათ. კმ2.

მოსახლეობა 4,5 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – ირლანდიური და ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. დუბლინი.

ადმინისტრაციულად იყოფა 26 საგრაფოდ.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი ეროვნული პარლამენტი, აღმასრულებელი - მთავრობა.

ირლანდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1949 წელს და გამოვიდა დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობიდან.

ირლანდია ინდუსტრიულ-აგრარულიქვეყანაა, მრეწველობის მოწინავე ტექნოლოგიური დარგებით (საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოების და რადიოაპარატურის წარმოება, ელექტროტექნიკა, ავტომობილების აწყობა, ქიმიური მრეწველობა). სოფლის მეურნეობის მთავარი დარგია მეცხოველეობა.

ძირითადი საზღვაო პორტებია: დუბლინი, ლიმერიკი, კორკი.

საერთაშორისო აეროპორტებია: დუბლინი, შენონი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 10,4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 8,5 ათ., სამხედრო-საზღვაო 1,1 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 0,8 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები