კანდელაკი კონსტანტინე (1883-1959)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[კანდელ...)
 
(2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 5: ხაზი 5:
 
დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. სტუდენტობის პერიოდში გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკური მიმართულება) წევრი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩაება კოოპერატიულ მოძრაობაში და გახდა მისი მეთაური. 1909 თბილისში გამოცემულ მის პირველ წიგნს „კოოპერაცია. თეორია, ისტორია და პრაქტიკა“. ქართულ პრესაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
 
იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის გიორგი ჟურულის მოადგილე
+
იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის [[გიორგი ჟურული]]ს მოადგილე (1918-1919), ხოლო შემდეგ - მინისტრი (1919- 1921). დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნის (ბონის) მიმოქცევაში შემოღების მიზნით ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოში, რაც 1919 ივლისში წარმატებით განხორციელდა. მისი [[ფაქსიმილე]] (მთავრობის თავმჯდომარის ხელმოწერასთან ერთად) დაფიქსირებული იყო ქართული ქაღალდის ფულის ნიშნის ყველა ნომინალზე. მისი გონივრული საქმიანობის შედეგად მოხერხდა ქართული მანეთის შედარებით სტაბილური კურსის შენარჩუნება, განსხვავებით მეზობელი ქვეყნების ვალუტებისაგან, რომლებიც გაცილებით სწრაფად უფასურდებოდა. შედიოდა დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნებში გაგზავნილი სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში, რომლებიც, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების  მიზნით, საგარეო ვალის აღებას ცდილობდნენ. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მისი ვიზიტი [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], სადაც სესხის გაცემაზე დათანხმდნენ.
(1918-1919), ხოლო შემდეგ - მინისტრი (1919- 1921). დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნის (ბონის) მიმოქცევაში შემოღების მიზნით ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოში, რაც 1919 ივლისში წარმატებით განხორციელდა. მისი ფაქსიმილე (მთავრობის თავმჯდომარის ხელმოწერასთან ერთად) დაფიქსირებული იყო ქართული ქაღალდის ფულის ნიშნის ყველა ნომინალზე. მისი გონივრული საქმიანობის შედეგად მოხერხდა ქართული მანეთის შედარებით სტაბილური კურსის შენარჩუნება, განსხვავებით მეზობელი ქვეყნების ვალუტებისაგან, რომლებიც გაცილებით სწრაფად უფასურდებოდა. შედიოდა დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნებში გაგზავნილი სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში, რომლებიც, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების  მიზნით, საგარეო ვალის აღებას ცდილობდნენ. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მისი ვიზიტი [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], სადაც სესხის გაცემაზე დათანხმდნენ.
+
  
საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობის შემდეგ მთავრობის წევრთა ნაწილთან ერთად [[ემიგრაცია|ემიგრაციაში]] გაიხიზნა. ცხოვრობდა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პუბლიცისტურ საქმიანობას. მისი სტატიები იბეჭდებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ემიგრანტულ პრესაში, მათ შორის, ჟურნალებში: „ბრძოლა“,
 
ხაზი 43: ხაზი 42:
 
[[კატეგორია:საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის  მთავრობა]]
 
[[კატეგორია:საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის  მთავრობა]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები‏‎]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები‏‎]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:კანდელაკები]]
 
[[კატეგორია:კანდელაკები]]

მიმდინარე ცვლილება 16:11, 18 მარტი 2022 მდგომარეობით

კონსტანტინე კანდელაკი

კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე - (დ. - 1883, სამტრედია - გ. - 11.X.1959, ლოზანა) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწე.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი. სტუდენტობის პერიოდში გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკური მიმართულება) წევრი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩაება კოოპერატიულ მოძრაობაში და გახდა მისი მეთაური. 1909 თბილისში გამოცემულ მის პირველ წიგნს „კოოპერაცია. თეორია, ისტორია და პრაქტიკა“. ქართულ პრესაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის გიორგი ჟურულის მოადგილე (1918-1919), ხოლო შემდეგ - მინისტრი (1919- 1921). დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნის (ბონის) მიმოქცევაში შემოღების მიზნით ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოში, რაც 1919 ივლისში წარმატებით განხორციელდა. მისი ფაქსიმილე (მთავრობის თავმჯდომარის ხელმოწერასთან ერთად) დაფიქსირებული იყო ქართული ქაღალდის ფულის ნიშნის ყველა ნომინალზე. მისი გონივრული საქმიანობის შედეგად მოხერხდა ქართული მანეთის შედარებით სტაბილური კურსის შენარჩუნება, განსხვავებით მეზობელი ქვეყნების ვალუტებისაგან, რომლებიც გაცილებით სწრაფად უფასურდებოდა. შედიოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი სამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში, რომლებიც, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, საგარეო ვალის აღებას ცდილობდნენ. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, სადაც სესხის გაცემაზე დათანხმდნენ.

საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობის შემდეგ მთავრობის წევრთა ნაწილთან ერთად ემიგრაციაში გაიხიზნა. ცხოვრობდა საფრანგეთში. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პუბლიცისტურ საქმიანობას. მისი სტატიები იბეჭდებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ემიგრანტულ პრესაში, მათ შორის, ჟურნალებში: „ბრძოლა“, „ჩვენი დროშა“, გაზეთებში: „ბრძოლის ხმა“, „დამოუკიდებელი საქართველო“ და სხვ.

„საფრანგეთში მყოფ ქართველ სტუდენტთა ასოციაციის“ წრეში წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის საკითხებზე. მიიჩნევდა, რომ ქართველ ახალგაზრდობაში ეკონომიკის ცოდნა არასათანადო სიმაღლეზე იდგა. გერმანული არმიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში (1940-1944), გავლენიან ქართველ ემიგრანტებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ებრაელების გადარჩენაში, რომლებსაც ნაცისტური რეჟიმის პირობებში უეჭველი დაღუპვა ემუქრებოდათ. კერძოდ, საქართველოს დევნილი მთავრობის სახელით, იგი ქართველ ებრაელებს აძლევდა დოკუმენტებს, სადაც მათი ეროვნების გრაფაში მითითებული იყო „ქართველი“. ყოველივე ეს მისი მხრიდან თავგანწირვის ტოლფასი გახლდათ.

მის სამეცნიერო ნაშრომებს შორის გამორჩეული ღირებულების მქონეა ორტომეული „საქართველოს ეროვნული მეურნეობა“, რომელიც პარიზში ქართულ ენაზე გამოიცა, ასევე, „საქართველოს საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე (აქტები, დოკუმენტები, დამამტკიცებელი საბუთები)“, რომელიც პარიზში ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა.

გარდაიცვალა ლოზანაში (შვეიცარია), სადაც ის სამკურნალოდ იმყოფებოდა. გადაასვენეს საფრანგეთში და დაკრძალეს ლევილში, ქართველ ემიგრანტთა სასაფლაოზე. დაკრძალვისას სიტყვა წარმოთქვა აკაკი ჩხენკელმა, რომელმაც განსვენებულის მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა.

ნიკო ჯავახიშვილ

[რედაქტირება] თხზულებები

  • კ. კანდელაკი, რას ამბობენ ფაქტები (საქართველოს ეკონომიურ ცხოვრებიდან), პარიზი, 1927;
  • ეკონომიური კრიზისი, პარიზი, 1932;
  • საქართველოს ეროვნული მეურნეობა, წიგნი I, ტერიტორია და მოსახლეობა, პარიზი, 1935;
  • საქართველოს ეროვნული მეურნეობა, წიგნი II, დამოუკიდებელი საქართველო. მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, პარიზი, 1960;
  • The GeorgIan QuestIon before the free World (Acts-Documents-EVIdence), ParIs, 1953;

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტომი II, თბ., 1993;
  • ნ. ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა, თბ., 1996.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები