კატარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:30, 18 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატარის დროშა

კატარი (Qatar - სახელმწიფო კატარი), სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სპარსეთის ყურე.

ფართობი 11,4 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 1,5 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა - არაბული.

დედაქალაქი - ქ. დოჰა.

კატარში აბსოლუტური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაურია ამირა. საკანონმდებლო ძალაუფლებას ფლობს ამირა, აღმასრულებელს – მთავრობა.

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1971 წლის 1 სექტემბერს. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობის, გაზის მოპოვება და გადამუშავება.

საზღვაო პორტებია: უმ-საიდი,დოჰა, ელ-ჰაური.

საერთაშორისო აეროპორტი- დოჰა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 11,8 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 8,5 ათ., სამხედრო-საჰაერო 1,5 ათ. და საჰაერო დაცვის ძალები 1,8 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები