კომბოსტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 118: ხაზი 118:
  
 
==== მოსავლის აღება/შენახვა ====
 
==== მოსავლის აღება/შენახვა ====
კომბოსტოს მოსავლის აღება შერჩევით ხდება, თაფვების შემოსვლისა და გამოყნების მიხედვით, ყოველ 5-10 დღეში ერთხელ თავებს ჭრიან დანით, ან სხვ. საშუალებებით. 3-4 მფარავი ფოთლის მიყოლებით. თავების მოჭრის და გამოტანის დროს საჭიროა სიფრთხილე. საგვიანო კომბოსტოს დაგვიანებით აღება მიუღებელია -4; -5<sup>0</sup>C ყინვაზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ასეთ შემთხვევაში მოხვედრილი, აგრეთვე დაზიანებული თავები, ცუდად შეინახება. ხანგრძლივი შენახვისათვის განკუთვნილი პროდუქცია მაცივრებში გადააქვთ. ამ დროს შენახვისას ოპტიმალურია – 1-დან -1<sup>0</sup>C-მდე ტემპერატურა და 90-95% ჰაერის შეფარდებითი ტემიანობა.
+
კომბოსტოს მოსავლის აღება შერჩევით ხდება, თაფვების შემოსვლისა და გამოყნების მიხედვით, ყოველ 5-10 დღეში ერთხელ თავებს ჭრიან დანით, ან სხვ. საშუალებებით. 3-4 მფარავი ფოთლის მიყოლებით. თავების მოჭრის და გამოტანის დროს საჭიროა სიფრთხილე. საგვიანო კომბოსტოს დაგვიანებით აღება მიუღებელია -4; -5<sup>0</sup>C ყინვაზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ასეთ შემთხვევაში მოხვედრილი, აგრეთვე დაზიანებული თავები, ცუდად შეინახება. ხანგრძლივი შენახვისათვის განკუთვნილი [[პროდუქცია]] მაცივრებში გადააქვთ. ამ დროს შენახვისას ოპტიმალურია – 1-დან -1<sup>0</sup>C-მდე ტემპერატურა და 90-95% ჰაერის შეფარდებითი ტემიანობა.
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:40, 15 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

კომბოსტო

კომბოსტო – ლათინური დასახელება – Brassica capitata List.

ბოტანიკური ოჯახი – ჯვაროსანთა
სიცოცხლის ხანგრძლივობა – ორწლიანი
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 15-180C
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 75-90%
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 60-80%
ნიადაგის ოპტიმალური რეაქცია pH – 7,0-7,5
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -80C (თავების ფორმირებისას)
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 350C
სასურველი წინამორბედი კულტურები – მრავალწლიანი ბალახები, კარტოფილი, კიტრი, თავთავიანი, პარკოსანი კულტურები
არასასურველი წინამორბედი კულტურები – კომბოსტოსნაირები


სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელებული პერსპექტიული ჯიშები და ჰიბრიდები

ხარიგულა საშუალოდ-საადრეო ჯიშია. მისი ვეგეტაციის პერიოდი შეადგენს 75-110 დღეს დარგვა შესაძლებელია ზამთრისპირა პერიოდში.
ლიკანი გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით. საშუალოდ-საგვიანო ჯიშია და მისი ვეგეტაციის ხანგრძლივიბა არის 155-165 დღე
ატრია F1 საშუალოდ-საადრეო ჯიშია. ვეგეტაციის პერიოდი გადარგვიდან შეადგენს 120 დღეს. ინახება 6 თვემდე ვადის განმავლობაში.
ანკომა F1 ინახება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. საშუალოდ-საადრეოა. ვეგეტაციის პერიოდი – გადარგვიდან 110-120 დღე
სარატოგა F1 გამოირჩევა დაავადებებისადმი გამძლეობით. ვეგეტაციის პერიოდი გრძელდება 147 დღის განმავლობაში.
კომბოსტო

[რედაქტირება] საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისძიება დას. საქართველო აღმ. საქართველო
ნიადაგის განოყიერება II-III X-XI
მოხვნა II-III X-XI
დადისკვა-კულტივაცია II-III III-IV
ჩითილის გადარგვა II-III IV-V
წამლობები VI-VII IV-X
მოსავლის აღება VI-VIII X-XI


[რედაქტირება] ნიადაგის დამუშავება

კომბოსტოსათვის განკუთვნილ ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს. გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა, ასევე ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

[რედაქტირება] თესვის წესები და ნორმები

კომბოსტო ძირითადა ჩითილის მეთოდით მოიყვანება, თუმცა მისი მოყვანა უშუალოდ ღია გრუნტში თესვითაც არის შესაძლებელი, სათესი მანქანებით მწკრივებს შორის 70, ხოლო მცენარეებს შორის 50-60 სმ. დაშორებით, ჩათსევის სიღრმე მშრალ რაიონებში 2,5-3, ხოლო ტენიან ადგილებში 1,5-2 სმ-ია. 1 ჰა-ზე 1,2-2,0 კგ თესლია საჭირო.

ჩითილების გამოსაყვანად წარმატებით გამოიყენება საჩითილე კასეტები და სპეციალურად მომზადებული საკვები სუბსტრატი.

საჩითილე თესლი კასეტებში, ღია გრუნტში გადარგვამდე 25-30 დღით ადრე ითესება. ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: აღმოცენებისათვის 18-200C, ხოლო ზრდა-განვითარებისათვის 14-180C. მცენარის აღმოცენებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თესლის 20 წუთის განმავლობაში 48-490C-ზე გაცხელებულ წყალში მოთავსება.

ერთ ჰა-ზე დასარგავად საჭირო ჩითილის რაოდენობა დამოკიდებულია მოყვანის ვადებზე, სავეგეტაციო პერიოდსა და ჯიშების/ჰიბრიდების ზრდის სიძლიერეზე. გამომდინარე აქედან მცენარეთა რაოდენობა მერყეობს 16-80 ათასი ძირის ფარგლებში.

[რედაქტირება] მორწყვა

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

კომბოსტოს ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

  • ჯერადობა: 10-15 და მეტი
  • მთლიანი ნორმა 1 ჰა-ზე: საადრეო კომბოსტო: 2200-3000მ3. საგვიანო – 4500-5000მ3
  • ტენისადმი მოთხოვნის პერიოდი: ვეგეტაციის ყველა ეტაპი.
  • მორწყვის მეთოდი: დაწვიმებით, წვეთოვანი, ან კვლებში მიშვების მეთოდი.

საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის საორიენტაციო სისტემა* =====

ზოგადი ინფორმაცია: ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი 6,05 კგ., ფოსფორი 4,8 კგ., კალიუმი 9,0 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

[რედაქტირება] გამოკვების ზოგადი საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე 80 ტონა მოსავლის მისაღებად
საკვები ნივთიერება შეტანის ნორმა შეტანის ვადა
N – აზოტი 484,0 კგ. სუფთა ნივთიერება ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით
P – ფოსფორი 384,0 კგ სუფთა ნივთიერება 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით
K – კალიუმი 720,0 კგ სუფთა ნივთიერება 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით
ნაკელი მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30 ტონა ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა აზოტი 334 კგ., ფოსფორი 309 კგ., კალიუმი 540 კგ. (სუფთა ნივთიერებები)

ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

[რედაქტირება] ბრძოლა მავნე ორგანიზმებისა და სარეველების წინააღმდეგ, ქიმიური ბრძოლის ზოგადი სქემა
მავნე ობიექტი შესხურების პერიოდი რეკომენდებული მოქმედი ნივთიერება
ფესვის სიდამპლეები ჩითილების შეწამვლა გადარგვამდე პროპამოკარბ-ჰიდროქსიდი-ალუმინის ფოსეთილი
დაავადებების კომპლექსი (ჭრაქი, ფომოზი და სხვ.) ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით სპილენძის ჰიდროქსიდი; მანკოცები
მავნებელთა კომპლექსი (ხვატარი, თეთრულა და სხვ.) ვეგეტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით ფლუბენდიამიდი; ალფა-ციპერმეტრინი; დელტამეტრინი
[რედაქტირება] ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ
განვითარების ფაზა ჰერბიციდის ტიპი რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება
ყველა ტიპის სარეველა – კომბოსტოს გადარგვამდე, ან დათესვამდე ტოტალური გლიფოსტა
ვეგეტაციის პერიოდში, მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ სელექციური ფენოქსაპროპ-პ-ეთილი
[რედაქტირება] მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდები

კომბოსტოს მავნე ორგანიზმებისა და სარეველებისაგან დაცვის მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებებია: კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგის მოვლითი სამუშაოების ხარისხიანი განხორციელება, დაზიანებული მცენარეების მოცილება/განადგურება და დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების წარმოება.

[რედაქტირება] მოსავლის აღება/შენახვა

კომბოსტოს მოსავლის აღება შერჩევით ხდება, თაფვების შემოსვლისა და გამოყნების მიხედვით, ყოველ 5-10 დღეში ერთხელ თავებს ჭრიან დანით, ან სხვ. საშუალებებით. 3-4 მფარავი ფოთლის მიყოლებით. თავების მოჭრის და გამოტანის დროს საჭიროა სიფრთხილე. საგვიანო კომბოსტოს დაგვიანებით აღება მიუღებელია -4; -50C ყინვაზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ასეთ შემთხვევაში მოხვედრილი, აგრეთვე დაზიანებული თავები, ცუდად შეინახება. ხანგრძლივი შენახვისათვის განკუთვნილი პროდუქცია მაცივრებში გადააქვთ. ამ დროს შენახვისას ოპტიმალურია – 1-დან -10C-მდე ტემპერატურა და 90-95% ჰაერის შეფარდებითი ტემიანობა.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები