ლაპითები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლაპითები''' – ''(ბერძნ.)'' თესალიაში მცხოვრებ [[გიგანტები|გიგანტ...)
 
(წყარო)
ხაზი 22: ხაზი 22:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოსური ხალხი]]

14:49, 23 დეკემბერი 2016-ის ვერსია

ლაპითები(ბერძნ.) თესალიაში მცხოვრებ გიგანტთა ტომი.

ლაპითები თავიანთ წინაპრად მდინარის ღვთაება პენეოსს მიიჩნევდნენ. ამ პენეოსს ჰყავდა მშვენიერი ქალიშვილი, რომელსაც აპოლონისგან შეეძინა ძე, ლაპითოსი, ხოლო ლაპითოსმა საფუძველი დაუდო მებრძოლი, მაგრამ ველური ზნის ხალხთა წარმოქმნას. ლაპითები ხშირად ეომებოდნენ მეზობლად მოსახლე მათსავით ველურ კენტავრებს. უკანასკნელი შეტაკება მათ შორის პირითოოსისა და ჰიპოდამეას ქორწილზე მოხდა.

პირითოოსი ლაპითთა მეფის ვაჟი იყო და როდესაც ცოლად შეირთო მშვენიერი ჰიპოდამეა, დიდებული ქორწილიც გადაიხადა. ლაპითებმა ქორწილზე მეზობლად მცხოვრები კენტავრებიც მოიპატიჟეს და ოლიმპიელი ღმერთებიც. სასახლეში ტევა არ იყო და ამიტომ ზოგი სტუმარი მღვიმეში გაშლილ სუფრას შემოუსხდა. მათ შორის იყვნენ ლაპითებიც და კენტავრებიც. ამ უკანასკნელთ ღვინო არასოდეს ეგემათ და მათრობელა სასმელი ისე მოეკიდათ, რომ როცა მღვიმეში სადღეგრძელებლად შემოყვანილ პატარძალს თვალი ჰკიდეს, ხელიც წაატანეს. ეს ვერ მოითმინეს ლაპითებმა და ამის გამო დიდი ბრძოლა გაიმართა. დამარცხდნენ კენტავრები და იმ არემარედან გადაიხვეწნენ. მაგრამ მალე ძალა მოიკრიბეს, თავს დაესხნენ ლაპითებს და მათი დიდი ნაწილი ერთიანად ამოჟუჟეს. გადარჩენილებმა მთას შეაფარეს თავი, მაგრამ აქაც არ დაედგომებოდათ და ბოლოს მალეას კონცხზე გადაიხვეწნენ.

ლაპითთა და კენტავრთა ბრძოლას ხშირად გამოსახავდნენ ანტიკური ხანის მოქანდაკენი და ფერმწერნი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები