მაჭავარიანი ალექსანდრე გიორგის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაჭავარიანი ალექსანდრე (1884-1941)“ გადაიტანა გვერდზე „[[მაჭავარიანი ა...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაჭავარიანი ალექსანდრე გიორგის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ალექსა...)

16:53, 12 აპრილი 2019-ის ვერსია

ალექსანდრე მაჭავარიანი

მაჭავარიანი ალექსანდრე გიორგის ძე - (1884, ბათუმი - 1941) - ქირურგი, საქართველოში კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი (1919).

სარჩევი

ბიოგრაფია

1910 დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1911 მოაწყო ექსპედიცია სვანეთში ჩიყვის შესასწავლად და, ამ მასალაზე დაყრდნობით, 1914 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში.

1919 დაიწყო მუშაობა თბილისში, ამიერკავკასიის ჰოსპიტალში ქირურგ-კონსულტანტად. 1919 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე დააარსა (და ხელმძღვანელობდა) ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრა.

1927-1928 წლებში იყო თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1937-1941 წლებში - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი და, ერთდროულად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ალექსანდრე მაჭავარიანი იკვლევდა ფარისებრ ჯირკვალს, ბრმანაწლავს, სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს და ა. შ. გამოცემული აქვს არაერთი ნაშრომი ქართულ ენაზე: „მუცლის ღრუს ქირურგია“ (1925), „კიდურთა ქირურგია“ (1932), „თავის, კისრის, გულმკერდის ქირურგია“ (1932) და სხვა.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

ს. საყვარელიძე, „ალექსანდრე მაჭავარიანის ცხოვრება და მოღვაწეობა“, თბ., 1956.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე მაჭავარიანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები