მეორე რიგის ზედაპირები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 14: ხაზი 14:
 
:1. [[ფაილი:Meore rigis005.png]]  – [[ელიფსოიდი]],
 
:1. [[ფაილი:Meore rigis005.png]]  – [[ელიფსოიდი]],
  
:2. [[ფაილი:Meore rigis007.png]]  – წარმოსახვითი ელიფსოიდი,
+
:2. [[ფაილი:Meore rigis007.png]]  – [[წარმოსახვა|წარმოსახვითი]] ელიფსოიდი,
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:59, 16 აპრილი 2024 მდგომარეობით

მეორე რიგის ზედაპირები – სამგანზომილებიანი ევკლიდეს სივრცის წერტილთა სიმრავლე, რომელთა x, y, z კოორდინატები აკმაყოფილებენ მე-2 ხარისხის ალგებრულ განტოლებას:

a11 x2 + a22 y2 + a33z2 + 2a12xy + 2a13xz + 2a23уz+2a14x + 2a24y + 2a34z + a44 = 0, (*)

სადაც ზოგიერთი aij კოეფიციენტი ნულისაგან განსხვავდება (i, j = 1, 2, 3).

კოეფიციენტებზე დამოკიდებულების მიხედვით (*) განტოლება კოორდინატთა მართკუთხა სისტემაში დაიყვანება შემდეგ ერთ-ერთ კანონიკურ სახეზე.


არადაშლადი ზედაპირები:
გ ა დ ა უ გ ვ ა რ ე ბ ე ლ ი:
ელიფსური –
1. Meore rigis005.pngელიფსოიდი,
2. Meore rigis007.pngწარმოსახვითი ელიფსოიდი,


ჰიპერბოლური –
3. Meore rigis009.png – ცალკალთა ჰიპერბოლოიდი,
4. Meore rigis011.pngორკალთა ჰიპერბოლოიდი,


პარაბოლური (p>0, q>0) -
5. Meore rigis013.pngელიფსური პარაბოლოიდი,
6. Meore rigis015.pngჰიპერბოლური პარაბოლოიდი.


გ ა დ ა გ ვ ა რ ე ბ უ ლ ი:
ცილინდრული –
7. Meore rigirs017.pngელიფსური ცილინდრი,
8. Meore rigirs019.png – წარმოსახვითი ელიფსური ცილინდრი,
9. Meore rigirs021.pngჰიპერბოლური ცილინდრი,
10. y2 = 2px – პარაბოლური ცილინდრი.


კონუსური —
11. Meore rigis025.pngკონუსი,
12. Meore rigis027.png – წარმოსახვითი კონუსი.


დაშლადი გადაგვარებული ზედაპირები:
13. Meore rigis029.png – გადამკვეთ სიბრტყეთა წყვილი,
14. Meore rigis031.png – წარმოსახვით გადამკვეთ სიბრტყეთა წყვილი,
15. x2 = a2პარალელურ სიბრტყეთა წყვილი,
16. x2 = -a2 – წარმოსახვით პარალელურ სიბრტყეთა წყვილი,
17. x2 = 0 – თანამთხვევად სიბრტყეთა წყვილი.


(*) განტოლებამ შეიძლება არ განსაზღვროს ნამდვილი გეომეტრიული სახე, მაგრამ ზოგადობის შესანარჩუნებლად ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ის განსაზღვრავს მეორე რიგის წარმოსახვით ზედაპირს. მაგალითად, ზემოთ, მე-2, მე-8 და მე-16 განტოლებები არ წარმოადგენენ არავითარ გეომეტრიულ სახეს, მაგრამ ამბობენ, რომ ისინი შესაბამისად წარმოადგენენ წარმოსახვით ელიფსოიდს (2), წარმოსახვით ელიფსურ ცილინდრს (8) და წარმოსახვით პარალელურ სიბრტყეთა წყვილს (16). მე-12 განტოლება წარმოადგენს მხოლოდ ერთ წერტილს (0,0,0), მაგრამ (მე-11 განტოლებასთან მსგავსების გამო) ამბობენ, რომ იგი წარმოადგენს მეორე რიგის წარმოსახვით კონუსს, ნამდვილი წვეროთი. მე-14 განტოლება წარმოადგენს არა ზედაპირს, არამედ წრფეს (x = 0, y = 0), მაგრამ, ამბობენ, რომ იგი წარმოადგენს წარმოსახვით სიბრტყეთა წყვილს (რომლებიც ნამდვილ წრფეზე იკვეთებიან). თუ ვისარგებლებთ ამ პირობითი ტერმინებით, შეიძლება ითქვას, რომ მეორე რიგის ყოველი ზედაპირი წარმოადგენს ერთ-ერთს ზემოთ ჩამოთვლილებიდან. („ზედაპირები მეორე რიგის“).

მეორე რიგის ზედაპირები მე-2 ხარისხის განტოლებების სახით პირველად ლ. ეილერმა წარმოადგინა (1748). თანამედროვე სახელწოდება გადაუგვარებელი მეორე რიგის ზედაპირებისათვის მოგვცა გ. მონჟიმ (1801).


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები