მოლდოვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოლდოვას დროშა

მოლდოვა (Moldova – მოლდოვას რესპუბლიკა)სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

ფართობი – 33,7 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 3,5 მლნ. კაცი (2012).

სახელმწიფო ენა – მოლდავური.

დედაქალაქი – ქ. კიშინიოვი.

ადმინისტრაციულად იყოფა 40 რაიონად და 9 ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქად.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.

მოლდოვა დსთ-ს წევრი ქვეყანაა, მაგრამ არ მონაწილეობს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში. სსრ კავშირიდან გამოვიდა 1991 წლის 27 აგვისტოს.

მოლდოვა ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. მრეწველობის წამყვანი დარგი – კვების პროდუქტების წარმოება. განვითარებულია მსუბუქი მრეწველობა. სოფლის მეურნეობის საფუძველი არის მეღვინეობა და მეხილეობა.

საერთაშორისო აეროპორტი – კიშინიოვი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 10 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 9 ათ., სამხედრო-საჰაერო 1 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული სისტემით – გაწვევით და დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები