ნახიდურის ბრძოლა 1599
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნახიდურის ბრძოლა 1599 - ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ჯარებს შორის. ქართველების მიერ ოსმალთაგან გორის ციხის გათავისუფლების პასუხად, სულთნის ბრძანებით, საქართველოში გამოილაშქრა თავრიზის და ვანის ბეგლარ-ბეგმა ჯაფარ-ფაშამ. ქართლის მეფე სიმონ I მტერს სოფელ ნახიდურთან დახვდა, ალგეთის ხეობაში. ქართველებმა ოსმალთა რამდენიმე რაზმი გადაქელეს, მაგრამ მოწინააღმდეგის უპირატესობამ ჯარის სიმრავლესა და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვაში თავისი გაიტანა. ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ქართველები დამარცხდნენ. არაორგანიზებული უკან დახევის დროს სიმონ I ტყვედ ჩავარდა და სტამბოლში წაიყვანეს.