ოპერაციის მომზადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპერაციის (ბრძოლის) მომზადება - იმ ღონისძიებების კომპლექსი, რომლებსაც ოპერაციის (ბრძოლის) ორგანიზაციის და ყოველმხრივი უზრუნველყოფისთვის ახორციელებენ ჯარების გვარეობების, სპეციალური ჯარების და სამსახურების სარდლები (მეთაურები), შტაბები, უფროსები.
ოპერაციის (ბრძოლის) მომზადების უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებია:
- ოპერაციის (ბრძოლის) წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღება, ჯარებისთვის (ძალებისთვის) ამოცანების დასახვა, ოპერაციის (ბრძოლის) დაგეგმვა, მოწინააღმდეგის საცეცხლე დაზიანების და ჯარების (ძალების) ურთიერთქმედების ორგანიზაცია;
- საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის ჯარების (ძალების) და მართვის ორგანოების მომზადება;
- ძალების (ჯარების) დაჯგუფებების შექმნა და შეტევისთვის საწყისი რაიონების (თავდაცვის რაიონების, მონაკვეთების, ზოლების) მომზადება;
- ოპერაციის (ბრძოლის) და ჯარების (ძალების) მართვის უზრუნველყოფის ყველა სახეობის
- ორგანიზაცია;
- საბრძოლო მოქმედებისთვის ჯარების (ძალების) მზადყოფნის კონტროლი;
- მოწინააღმდეგის დაზვერვა, მატერიალური საშუალებების მოზიდვა და მარაგის შევსება.