პირველქმნილი ცოდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირველქმნილი ცოდვა - პირველი ადამიანების, ადამისა და ევას მიერ ღმრთის მცნების დარღვევა, რომელმაც მათი ღმრთის მსგავსების, უკვდავებისა და ღმერთთან ურთიერთობის მდგომარეობა ხორციელ მგრძნობელობად, ხრწნადობად, ცოდვის მონობად გარდასცვალა და ისინი ტანჯვისთვის გაწირა. ეს ცოდვიანი წახდენა პირველქმნილი ცოდვის შემდეგ შევიდა რა ადამიანის ბუნებაში, ბუნებრივი შობის გზით ყველა ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა. ადამიანში პირველქმნილი ცოდვის შედეგი ნათლისღების საიდუმლოთი - მეორე შობით - ისპობა და წარიხოცება.



წყარო

საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები