რიცხვი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:15, 14 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიცხვი – ლოგიკურ-გრამატიკული კატეგორია. ლოგიკური თვალსაზრისით, რიცხვი გულისხმობს სემანტიკურ ოპოზიციას: ერთი – ერთზე მეტი. ეს უკანასკნელი შეიიძლება იყოს ორი, სამი, ოთხი და ა. შ. გარდა ამისა, არსებობს ჯგუფი ე. წ. უთვლადი საგნებისა, რომელთა რიცხვის გაგება განსხვავებულია თელადი საგნების რიცხვის გაგებისაგან. გრამატიკული თვალსაზსრსით, რიცხვის კატეგორია ემყარება სემანტიკურ ოპოზიციას: მხოლოობითი – მრავლობითი, რაც ენათა უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი. ზოგ ენაში გვხედება ორობითი, სამობითი და ა. შ. რიცხვიც.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სპეციალურ ლიტერატურაში რიცხვის წარმოების ორი სისტემაა გამოყოფილი: ლოგიკური და გრამატიკული, რომელთა თანხვედრა არსებით სახელებში ხდება. სხვაგვარად, რიცხვი არის ენობრივი აზროვნების ობიექტთა (საგანთა) რაოდენობრიეი მახასიათებელი, რომელიც მხოლოდ არსებით სახელებსა და პირის (ჩვენებით) ნაცვალსახელებს შეიძლება ჰქონდეს. დანარჩენ მეტყველების ნაწილებს რიცხვი, სინტაქსურად ეწარმოება. კერძოდ, სახელის ან ნაცვალსახელის რიცხვის ფორმას ეთანხმება ზმნის ფორმა. ასევე, ზედსართავი სახელის ფორმაც გამოხატავს მიმართებას არსებითი სახელის რიცხვის ფორმისადმი. ორსავე შემთხვევაში გვაქვს რიცხვში შეთანხმება, რიცხვიც სინტაქსური კატეგორიაა და არა ლოგიკური.

სახელის მრავლობითი რიცხვი გულისხმობს სიმრავლის (რაოდენობრიობის) ცნებას, რომელიც ყველა ენაში ერთნაირად აღიქმება, ამავე დროს ლოგიკურად და გრამატიკულადაც ერთი დაიგივე ოდენობაა. სახელის მხოლობითი რიცხვი ერთის გაგებას ემყარება, თუმცა ისიც პირობითია და დამოკიდებულია ამა თუ იმ ენის მსოფლხედვაზე.

ზმნის რიცხვის ფორმა გვიჩვენებს, მოქმედებს ერთი, თუ ერთზე მეტი პირი. ამღენად, მრავლობითობის გაგება საკუთრივ ზმნაში კი არ დევს, არამედ ქვემდებარე-სუბიექტში, ანუ: „ისინი მოდიან“ გამოხატავს არა იმდღენად „სიარულს“, რამდენადაც „მოსიარულეებს“. ესაა გრამატიკული მოელენა, რომლის საფუძველზეც გამოიყოფა რიცხვის მორფოსინტაქსური კატეგორია.

ამრიგად, რიცხვის კატეგორია მოიცავს ენის მორფოლოგიურ, სინტაქსურ და სემანტიკურ დონეებს. შესაბამისად, ერთი მხრივ, რიცხვი გრამატიკული კატეგორიაა, მეორე მხრივ, ის ლექსიკურ კატეგორიათა სფეროსაც განეკუთენება. აქ იგულისხმება რიცხეითი სახელები, რაოდენობის აღმნიშვნელი სახელები, როგორიცაა „ბევრი“, „მრავალი“ და ა. შ.

ქართულში გრამატიკული რიცხვის წარმოება აფიქსთა საშუალებით ხდება. არსებობს მრავლობითის ადღმნიშვნელ მორფემათა სხვადასხვაგვარი კვალიფიკაცია: რიცხვი წარმოქმნის კატეგორიად არის მიჩნეული, ამიტომაც სახელის მრავლობითის მაწარმოებელი -ებ სუფიქსი წარმოსაქმნელ აფიქსთა რიგში დგას (ა. შანიძე). ფლექსიურ და დერივაციულ აფიქსთა გვერდით გამოყოფილია ე. წ. გარდამავალი ტიპის აფიქსები – -ებ მორფემა სახელებში და -თ – ზმნაში (არნ. ჩიქობავა), მესამე თვალსაზრისით, სახელთა მრავლობითობის -ნ და -ებ სუფიქსები, მსგავსად პირთა მრავლობითის -თ, -ენ სუფიქსებისა ზმნაში, ლექსიკურ მნიშვნელობას ვერ ცვლიან ფორმებში, ისინი მხოლოდ ფლექსიური ელემენტებია (თ. უთურგაიძე). რამდე�ნადაც სმნას რ. სინტაქსურად ეწარმოება, ზმნაში გამოყენებული რიცხვის ფორმანტები ოდენ ფლექსიური ელემენტები შეიძლება იყოს. სახელებში განსხვავებულად დგას საკითხი, რადგან ამოსავალია რიცხვის ლოგიკურ-სემანტიკური გაგება, ერთისა და მრავლის სემანტიკური ოპოზიცია.

ქართულ ენაში სახელის მრავლობითის წარმოება ხდება -ებ, -ნ და -თ სუფიქსებით. ამაოგან -ებ ძველ ქართულში ნაკლებად იხმარებოდა, ძირითადად უსულო საგნების ან „სოციალურად პასიურ არსებათა“ აღმნიშვნელ სახელებთან (კ. დონდუა). შესაბამისად, -ებ მორფემას არ ჰქონდა სინტაქსური ძალა. ამ ფუნქციით აღჭურვილი იყო ნ/თ-იანი მრავლობითი. მაგრამ იმთავითვე არსებობდა სხვაობა: -ებ მორფემით რიცხვის წარმოების აგლუტინაციური პრინციპია გატარებული – ყველა ბრუნვაში წარმოდგენილია -ებ სუფიქსი, როგორც რიცხვის ფორმანტი და მას ერთვის ბრუნვის ნიშანი. ამას ვერ ვიტყვით -თ-სუფიქსზე, რომელიც ერთდროულად რიცხვისა და ბრუნვის ნიშნის ფუნქციებს ითავსებს. -ნ მორფემა ოდენ რიცხვის აღმნიშვნელია, მაგრამ მხოლოდ ორ ბრუნვაში – სახელობითსა და წოდებითში. სახელისა და ზმნის ზიარი რიცხვის ფორმანტებია სწორედ -ნ და -თ ელემენტები, რომლებსაც ოდენ ფლექსიური ფუნქცია თუ შეიძლება ჰქონდეს, ამ თვალსაზრისით ცალკე დგას -ებ მორფემა. მისი თავდაპირეელი ფუნქცია, როგორც ჩანს, სემანტიკური ოპოზიციის (ერთი – ერთზე მეტი) იმ წევრის მარკირება იყო, რომელიც სიმრავლეს აღნიშნავდა. -ებ კრებითობის სუფიქსმა მოგვიანებით შეიძინა სინტაქსური ძალა, რომელიც ქართული ენის დიალექტებში დღესაც მერყეობს. იმავე დიალექტებში შეინიშნება ტენდენცია -ებ მორფემის სიტყვაწარმოებითი ფუნქციით ხმარებისა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები