საბრძოლო თვითმფრინავები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:40, 14 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო თვითმფრინავები – თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია საარტილერიო, ბომბდამშენი და სარაკეტო აღჭურვილობით მიზნების გასანადგურებლად. ასევე – საჰაერო დაზვერვის, რადიოელექტრონული ბრძოლის და სხვა საწარმოებლად. საბრძოლო თვითმფრინავებს განეკუთვნება გამანადგურებლები, გამანადგურებელ-ბომბდამშენები, ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები, მოიერიშეები, თვითმფრინავმზვერავები, რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები.