საკურთხეველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ფრესკები საკურთხეველში)
ხაზი 32: ხაზი 32:
 
===სადიაკონო===
 
===სადიაკონო===
 
სადიაკონო საკურთხევლის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული. აქ ინახავენ შესამოსელს, საეკლესიო ჭურჭელს და წიგნებს.
 
სადიაკონო საკურთხევლის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული. აქ ინახავენ შესამოსელს, საეკლესიო ჭურჭელს და წიგნებს.
 +
  
 
===ფრესკები საკურთხეველში===
 
===ფრესკები საკურთხეველში===
შემთხევითი არ არის, რომ ეკლესიაში ყოველ ადგილს თვისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სწორედ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაწილზე ხდება ფრესკების გარკვეული წესით განაწილება.
+
შემთხევითი არ არის, რომ ტაძარში ყოველ ადგილს თვისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. საკურთხეველი განსაკუთრებული ადგილია იგი იმ ბაგის სიმბოლოა, სადაც ქრისტე იშვა. სწორედ ამ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაწილზე ხდება ფრესკების გარკვეული წესით განაწილება.
  
საკურთხეველი ტაძარში განსაკუთრებული ადგილია იგი იმ ბაგის სიმბოლოა, სადაც ქრისტე იშვა.  საკურთხეველი  წმინდათწმინდაა და ტაძრის ინტერიერის დანარჩენი ნაწილებისგან კანკელითაა გამოყოფილი. არქიტექტურულად საკურთხეველი ნახევარწრიული კონსტრუქციაა, რომელსაც აფსიდა ეწოდება.  
+
არქიტექტურულად საკურთხეველი ნახევარწრიული კონსტრუქციაა, რომელსაც [[აფსიდა]] ეწოდება.  
 
   
 
   
 
აფსიდის ზედა ნაწილში შეიძლება მოთვსებული იყოს შემდეგი ფრესკები:
 
აფსიდის ზედა ნაწილში შეიძლება მოთვსებული იყოს შემდეგი ფრესკები:
ხაზი 44: ხაზი 45:
 
* „წმინდა მარიამის განდიდება“ - ამ კომპოზიციაში წმინდა მარიამი ორ მთავარანგელოზს შორისაა გამოსახული
 
* „წმინდა მარიამის განდიდება“ - ამ კომპოზიციაში წმინდა მარიამი ორ მთავარანგელოზს შორისაა გამოსახული
  
* „ვედრბა - დეისუსი“ - ეს ისეთი კომპოზიციაა, რომლის ცენტრში ქრისტე, ხოლო მის ორივე მხარეს ვედრების პოზაში - წმ. მარიამი და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული.
+
* „ვედრბა - [[დეისუსი]]“ - ეს ისეთი კომპოზიციაა, რომლის ცენტრში ქრისტე, ხოლო მის ორივე მხარეს ვედრების პოზაში - წმ. მარიამი და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული.
  
 
ამ კომპოზიციებს ქვემოთ, როგორც წესი „ზიარებას“ გამოსახავენ. ქრისტე პურით და ღვინით აზიარებს მოციქულებს.
 
ამ კომპოზიციებს ქვემოთ, როგორც წესი „ზიარებას“ გამოსახავენ. ქრისტე პურით და ღვინით აზიარებს მოციქულებს.
 
 
 
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==

14:36, 27 აპრილი 2017-ის ვერსია

საკურთხეველი - ეტიმ. გვიანლათ. altare „მსხვერპლშეწირვისთვის განკუთვნილი ტრაპეზი“. ტაძრის უმთავრესი ნაწილია.

საკურთხევლის გამოყენება ქრისტიანობაში იუდეველობიდან დამკვიდრდა. ებრაული საკურთხევლის განსაკუთრებული ნიშანი იყო „რქები“, ზედა ოთხ კუთხეში მდებარე გამოწეული ნაწილები, რომლებსაც მსხვერპლის სისხლს უსვამდნენ. ქრისტიანთათვის საკურთხეველი ის სუფრაა, რომელზეც ევქარისტია აღესრულება. თავდაპირველად ამ მიზნით მორწმუნეთა სახლებში ჩვეულებრივ მაგიდებს იყენებდნენ, შემდგომში კი, პირვანდელ ეკლესიებში, – მხოლოდ საკულტო მსახურებისთვის განკუთვნილ მაგიდებს.

საკურთხევლის სიმბოლური მნიშვნელობა უკავშირდება „ნაკურთხ ქვას“, რომელიც, საკურთხევლის ცენტრში, სამარის მსგავსად, მოწამეთა ნაწილებს იტევს: ესაა ქრისტე-ქვაკუთხედი, ჭეშმარიტი მოწმე (შდრ. 1 კორ. 10:4; ებ. 13:10), ნაწინასწარმეტყველები ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვებით. საუკუნეთა მანძილზე საკურთხეველმა სხვადასხვა ფორმა მიიღო (მაგიდის, სკივრის, ლოდის, სარკოფაგის) და კიდევ მეტი მნიშვნელობა შეიძინა.

საკურთხეველი მართლმადიდებელ ეკლესიაში განასახიერებს ზეცას და მდებარეობს აღმოსავლეთით, რადგან აღმოსავლეთის მხარე დაკარგულ სამოთხეს მოასწავებს. ამასთან, ქრისტიანები იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას სწორედ აღმოსავლეთიდან მოელიან. საკურთხეველში ოთხი მნიშვნელოვანი ადგილია:

სარჩევი

წმიდა ტრაპეზი

მაგიდა, რომელიც განასახიიერებს ღმერთის ტახტს, რომელზედაც იესო ქრისტე უხილავადაა დაბრძანებული, ასევე - მის საფლავს. ტრაპეზი იმიტომ ეწოდება, რომ აქედან მოგვეწოდება სულიერი საზრდო - უფლის სისხლი და ხორცი. ტრაპეზი საკურთხევლის შუა ადგილზეა, შესაფერისი სამოსლითაა შემკობილი. მასზედ სრულდება წმ. ძღვნის შეწირვის საიდუმლო. ტრაპეზზე აწყვია:

მღვდელმთავრის მაღალი დასაჯდომელი

სავარძელი, რომელიც ტრაპეზის აღმოსავლეთ კედელთან, შემაღლებულ ადგილზე დგას. მოასწავებს იესოს ზეციურ ტახტს და მის ჯდომას მამის მარჯვნივ. მასზე დაჯდომის უფლება აქვს მხოლოდ მღვდელმთავარს და ისიც წირვის დროს, როდესაც იკითხება სამოციქულო.

სამკვეთლო

საკურთხევლის ჩრდილოეთის კედელზე მიდგმული შესაფერისი სამოსით შემკობილი მაგიდა, რომელზედაც სრულდება კვეთა, ანუ ზიარების საიდუმლოსათვის პურისა და ღვინის შემზადება. სამკვეთლო იმ გამოქვაბულს გვაგონებს, სადაც მაცხოვარი იშვა და იმ გოლგოთას ბორცვსაც, სადაც ევნო და ჯვარს ეცვა. აქ ასვენია ყველა ჭურჭელი და საგნები, რომლებიც ზიარებისთვისაა საჭირო. ესენია:

სადიაკონო

სადიაკონო საკურთხევლის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული. აქ ინახავენ შესამოსელს, საეკლესიო ჭურჭელს და წიგნებს.


ფრესკები საკურთხეველში

შემთხევითი არ არის, რომ ტაძარში ყოველ ადგილს თვისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. საკურთხეველი განსაკუთრებული ადგილია იგი იმ ბაგის სიმბოლოა, სადაც ქრისტე იშვა. სწორედ ამ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაწილზე ხდება ფრესკების გარკვეული წესით განაწილება.

არქიტექტურულად საკურთხეველი ნახევარწრიული კონსტრუქციაა, რომელსაც აფსიდა ეწოდება.

აფსიდის ზედა ნაწილში შეიძლება მოთვსებული იყოს შემდეგი ფრესკები:

  • „ქრისტეს განდიდება“ - განდიდების კომპოზიციაში ქრისტე ორ მთავარანგელოზს შორისაა გამოსახული.
  • „წმინდა მარიამის განდიდება“ - ამ კომპოზიციაში წმინდა მარიამი ორ მთავარანგელოზს შორისაა გამოსახული
  • „ვედრბა - დეისუსი“ - ეს ისეთი კომპოზიციაა, რომლის ცენტრში ქრისტე, ხოლო მის ორივე მხარეს ვედრების პოზაში - წმ. მარიამი და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული.

ამ კომპოზიციებს ქვემოთ, როგორც წესი „ზიარებას“ გამოსახავენ. ქრისტე პურით და ღვინით აზიარებს მოციქულებს.

წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები