სამცხის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სამცხის ერისთავი''' -  სამცხის  საერისთავო სამხრეთ [[საქართველო|საქართველოს]] იმ საერისთავოთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა შექმნა საქართველოს პოლიტიკურმა გაერთიანებამ განაპირობა, მაგრამ XI ს-ის წყაროებში მისი არსებობა ჯერ კიდევ არ დასტურდება. აშკარაა, რომ სამცხის  საერისთავო არ არსებობდა [[ლიპარიტ (IV) ბაღვაში|ლიპარიტ (IV) ბაღვაშისა]] და ბაგრატ IV-ის დაპირისპირების დროს, როცა მთელი სამცხე ლიპარიტის განკარგულებაში აღმოჩნდა. მოსალოდნელია, რომ სამცხის  საერისთავო წარმოქმნილიყო დავით აღმაშენებლის დროინდელი ახალი სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქების გამოყოფის შედეგად, რასთანაც უნდა იყოს დაკავშირებული სამცხის  ერისთავობასთან განუყრელად დაკავშირებული მეორე თანამდებობა - სამცხის სპასალარობა. ამგვარი დაკავშირების შესაძლებლობა პირველად ნ. ბერძენიშვილმა დაუშვა, თუმცა წყაროთა პირდაპირი მოწმობის გარეშე მისი მოსაზრება ვარაუდის დონეზე დარჩა. ზოგიერთი მოსაზრებით, [[სპასალარი]] იგივე „დიდი“ [[ერისთავი]] იყო, მაგრამ წყაროთა ჩვენებები მისი გაზიარების საფუძველს ნაკლებად იძლევა. პირველად სახელდებით სამცხის  ერისთავი მოიხსენიება თამარის პირველ ისტორიკოსთან ყუთლუ არსლანის გამოსვლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით: „''სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი''“. ამ ცნობიდან ჩანს, რომ სამცხის  საერისთავო თამარის მეფობამდე გაცილებით ადრე არსებობდა და იმთავითვე ჯაყელთა საგვარეულოს ხელში იყო. თამარის ისტორიკოსებთან და ჟამთააღმწერელთან ჯაყელები, მართალია, უმეტესწილად მხოლოდ სპასალარობით მოიხსენიებიან, მაგრამ, ზოგიერთი ავტორის მოსაზრებით, ასეთი შემთხვევები აიხსნება მემატინეთა თხრობის მანერით - რომელიმე უფრო დაბალი მოხელის თანამდებობა გადაეფარათ უფრო მაღალი თანამდებობით. რადგან მემატიანის თვალში სამცხის  სპასალარობა გულისხმობდა სამცხის  ერისთავობასაც, ამიტომ იგი ამა თუ იმ პირს უსათუოდ უფრო მაღალი პატივით - სპასალარობით მოიხსენიებდა (''მ. ბახტაძე''). მაგრამ ჟამთააღმწერელთან გვაქვს ისეთი შემთხვევაც, როცა ჯაყელთა წარმომადგენელი (ყუარყუარე) ორივე თანამდებობით იხსენიება: „''ამანვე ერისთავმან სამცხისა, სპასალარმან ყუარყუარე...''“ ჯაყელთა მიერ ამ ორი სხვადასხვა თანამდებობის ფლობას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც: „''ბოცო ჯაყელი სამცხისა და სპასალარნი მუნებურთა სხვათა ერისთავთა''“. მაშასადამე, სამცხის სპასალარობისა და სამცხის ერისთავობის შეერთება ცენტრალური ხელისუფლების საგანგებო ღონისძიების შედეგი იყო. რამდენადაც ამ სასაზღვრო ოლქში სპასალარი [[ამირსპასალარი|ამირსპასალარის]] უშუალო წარმომადგენელი და შუალედური რგოლი უნდა ყოფილიყო უმაღლეს სარდლობასა და ადგილობრივ ერისთავებს შორის (გვიანდელი სადროშოს მსგავსი). სამხარეო სპასალარებს მკაფიოდ განასხვავებს ერისთავებისაგან თამარის მეორე ისტორიკოსიც: „''აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი''“. ჟამთააღმწერელთან მოთხრობილია ეპიზოდი, რომელშიც [[ჯაყელი ყვარყვარე (I)|ყვარყვარე ჯაყელი]] (სპასალარის რანგში) მოუწოდებს „''ყოველთა მესხთა ერისთვთა და ტაძრეულთა''“, შეკრებილიყვნენ თურქმანთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ამრიგად, სამცხის  ერისთავი და სამცხის სპასალარი ორი სხვადასხვა თანამდებობა ჩანს, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, ერთსა და იმავე პირს - სამცხის ყველაზე დაწინაურებული საგვარეულოს წარმომადგენლებს ეძლეოდა ხოლმე.
+
'''სამცხის ერისთავი''' -  სამცხის  საერისთავო სამხრეთ [[საქართველო|საქართველოს]] იმ საერისთავოთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა შექმნა საქართველოს პოლიტიკურმა გაერთიანებამ განაპირობა, მაგრამ XI ს-ის წყაროებში მისი არსებობა ჯერ კიდევ არ დასტურდება. აშკარაა, რომ სამცხის  საერისთავო არ არსებობდა [[ლიპარიტ (IV) ბაღვაში|ლიპარიტ (IV) ბაღვაშისა]] და [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]]-ის დაპირისპირების დროს, როცა მთელი [[სამცხე]] ლიპარიტის განკარგულებაში აღმოჩნდა. მოსალოდნელია, რომ სამცხის  საერისთავო წარმოქმნილიყო დავით აღმაშენებლის დროინდელი ახალი სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქების გამოყოფის შედეგად, რასთანაც უნდა იყოს დაკავშირებული სამცხის  ერისთავობასთან განუყრელად დაკავშირებული მეორე თანამდებობა - სამცხის სპასალარობა. ამგვარი დაკავშირების შესაძლებლობა პირველად ნ. ბერძენიშვილმა დაუშვა, თუმცა წყაროთა პირდაპირი მოწმობის გარეშე მისი მოსაზრება ვარაუდის დონეზე დარჩა. ზოგიერთი მოსაზრებით, [[სპასალარი]] იგივე „დიდი“ [[ერისთავი]] იყო, მაგრამ წყაროთა ჩვენებები მისი გაზიარების საფუძველს ნაკლებად იძლევა. პირველად სახელდებით სამცხის  ერისთავი მოიხსენიება თამარის პირველ ისტორიკოსთან ყუთლუ არსლანის გამოსვლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით: „''სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი''“. ამ ცნობიდან ჩანს, რომ სამცხის  საერისთავო თამარის მეფობამდე გაცილებით ადრე არსებობდა და იმთავითვე ჯაყელთა საგვარეულოს ხელში იყო. თამარის ისტორიკოსებთან და ჟამთააღმწერელთან ჯაყელები, მართალია, უმეტესწილად მხოლოდ სპასალარობით მოიხსენიებიან, მაგრამ, ზოგიერთი ავტორის მოსაზრებით, ასეთი შემთხვევები აიხსნება მემატინეთა თხრობის მანერით - რომელიმე უფრო დაბალი მოხელის თანამდებობა გადაეფარათ უფრო მაღალი თანამდებობით. რადგან მემატიანის თვალში სამცხის  სპასალარობა გულისხმობდა სამცხის  ერისთავობასაც, ამიტომ იგი ამა თუ იმ პირს უსათუოდ უფრო მაღალი პატივით - სპასალარობით მოიხსენიებდა (''მ. ბახტაძე''). მაგრამ ჟამთააღმწერელთან გვაქვს ისეთი შემთხვევაც, როცა ჯაყელთა წარმომადგენელი (ყუარყუარე) ორივე თანამდებობით იხსენიება: „''ამანვე ერისთავმან სამცხისა, სპასალარმან ყუარყუარე...''“ ჯაყელთა მიერ ამ ორი სხვადასხვა თანამდებობის ფლობას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც: „''ბოცო ჯაყელი სამცხისა და სპასალარნი მუნებურთა სხვათა ერისთავთა''“. მაშასადამე, სამცხის სპასალარობისა და სამცხის ერისთავობის შეერთება ცენტრალური ხელისუფლების საგანგებო ღონისძიების შედეგი იყო. რამდენადაც ამ სასაზღვრო ოლქში სპასალარი [[ამირსპასალარი|ამირსპასალარის]] უშუალო წარმომადგენელი და შუალედური რგოლი უნდა ყოფილიყო უმაღლეს სარდლობასა და ადგილობრივ ერისთავებს შორის (გვიანდელი სადროშოს მსგავსი). სამხარეო სპასალარებს მკაფიოდ განასხვავებს ერისთავებისაგან თამარის მეორე ისტორიკოსიც: „''აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი''“. ჟამთააღმწერელთან მოთხრობილია ეპიზოდი, რომელშიც [[ჯაყელი ყვარყვარე (I)|ყვარყვარე ჯაყელი]] (სპასალარის რანგში) მოუწოდებს „''ყოველთა მესხთა ერისთვთა და ტაძრეულთა''“, შეკრებილიყვნენ თურქმანთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ამრიგად, სამცხის  ერისთავი და სამცხის სპასალარი ორი სხვადასხვა თანამდებობა ჩანს, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, ერთსა და იმავე პირს - სამცხის ყველაზე დაწინაურებული საგვარეულოს წარმომადგენლებს ეძლეოდა ხოლმე.
  
 
====სამცხის ერისთავები====
 
====სამცხის ერისთავები====
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
==წყაროები და ლიტერატურა==
 
==წყაროები და ლიტერატურა==
ისტორიანი და აზმანი 1959: 34, 49, ბასილი ეზოსმოძღვარი 1959: 119, 129; ჟამთააღმწერელი 1959: 213, 214, 297 ვახუშტი 1973: 172; ბერძენიშვილი 1974: 70; კლდიაშვილი 1979: 83-96; ანთელავა 1983: 201; კიკნაძე 1987: 51; ბახტაძე 2003: 272-273.
+
* ისტორიანი და აზმანი 1959: 34, 49,  
 +
* [[ბასილი ეზოსმოძღვარი]] 1959: 119, 129;  
 +
* ჟამთააღმწერელი 1959: 213, 214, 297  
 +
* ვახუშტი 1973: 172;  
 +
* ბერძენიშვილი 1974: 70;
 +
* კლდიაშვილი 1979: 83-96;  
 +
* ანთელავა 1983: 201;  
 +
* კიკნაძე 1987: 51;  
 +
* ბახტაძე 2003: 272-273.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
  
[[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მოხელეები ძველ საქართველოში]]
+
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:საერისთავოები]]
 
[[კატეგორია:საერისთავოები]]

მიმდინარე ცვლილება 12:31, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

სამცხის ერისთავი - სამცხის საერისთავო სამხრეთ საქართველოს იმ საერისთავოთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა შექმნა საქართველოს პოლიტიკურმა გაერთიანებამ განაპირობა, მაგრამ XI ს-ის წყაროებში მისი არსებობა ჯერ კიდევ არ დასტურდება. აშკარაა, რომ სამცხის საერისთავო არ არსებობდა ლიპარიტ (IV) ბაღვაშისა და ბაგრატ IV-ის დაპირისპირების დროს, როცა მთელი სამცხე ლიპარიტის განკარგულებაში აღმოჩნდა. მოსალოდნელია, რომ სამცხის საერისთავო წარმოქმნილიყო დავით აღმაშენებლის დროინდელი ახალი სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქების გამოყოფის შედეგად, რასთანაც უნდა იყოს დაკავშირებული სამცხის ერისთავობასთან განუყრელად დაკავშირებული მეორე თანამდებობა - სამცხის სპასალარობა. ამგვარი დაკავშირების შესაძლებლობა პირველად ნ. ბერძენიშვილმა დაუშვა, თუმცა წყაროთა პირდაპირი მოწმობის გარეშე მისი მოსაზრება ვარაუდის დონეზე დარჩა. ზოგიერთი მოსაზრებით, სპასალარი იგივე „დიდი“ ერისთავი იყო, მაგრამ წყაროთა ჩვენებები მისი გაზიარების საფუძველს ნაკლებად იძლევა. პირველად სახელდებით სამცხის ერისთავი მოიხსენიება თამარის პირველ ისტორიკოსთან ყუთლუ არსლანის გამოსვლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით: „სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი“. ამ ცნობიდან ჩანს, რომ სამცხის საერისთავო თამარის მეფობამდე გაცილებით ადრე არსებობდა და იმთავითვე ჯაყელთა საგვარეულოს ხელში იყო. თამარის ისტორიკოსებთან და ჟამთააღმწერელთან ჯაყელები, მართალია, უმეტესწილად მხოლოდ სპასალარობით მოიხსენიებიან, მაგრამ, ზოგიერთი ავტორის მოსაზრებით, ასეთი შემთხვევები აიხსნება მემატინეთა თხრობის მანერით - რომელიმე უფრო დაბალი მოხელის თანამდებობა გადაეფარათ უფრო მაღალი თანამდებობით. რადგან მემატიანის თვალში სამცხის სპასალარობა გულისხმობდა სამცხის ერისთავობასაც, ამიტომ იგი ამა თუ იმ პირს უსათუოდ უფრო მაღალი პატივით - სპასალარობით მოიხსენიებდა (მ. ბახტაძე). მაგრამ ჟამთააღმწერელთან გვაქვს ისეთი შემთხვევაც, როცა ჯაყელთა წარმომადგენელი (ყუარყუარე) ორივე თანამდებობით იხსენიება: „ამანვე ერისთავმან სამცხისა, სპასალარმან ყუარყუარე...“ ჯაყელთა მიერ ამ ორი სხვადასხვა თანამდებობის ფლობას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც: „ბოცო ჯაყელი სამცხისა და სპასალარნი მუნებურთა სხვათა ერისთავთა“. მაშასადამე, სამცხის სპასალარობისა და სამცხის ერისთავობის შეერთება ცენტრალური ხელისუფლების საგანგებო ღონისძიების შედეგი იყო. რამდენადაც ამ სასაზღვრო ოლქში სპასალარი ამირსპასალარის უშუალო წარმომადგენელი და შუალედური რგოლი უნდა ყოფილიყო უმაღლეს სარდლობასა და ადგილობრივ ერისთავებს შორის (გვიანდელი სადროშოს მსგავსი). სამხარეო სპასალარებს მკაფიოდ განასხვავებს ერისთავებისაგან თამარის მეორე ისტორიკოსიც: „აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი“. ჟამთააღმწერელთან მოთხრობილია ეპიზოდი, რომელშიც ყვარყვარე ჯაყელი (სპასალარის რანგში) მოუწოდებს „ყოველთა მესხთა ერისთვთა და ტაძრეულთა“, შეკრებილიყვნენ თურქმანთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ამრიგად, სამცხის ერისთავი და სამცხის სპასალარი ორი სხვადასხვა თანამდებობა ჩანს, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, ერთსა და იმავე პირს - სამცხის ყველაზე დაწინაურებული საგვარეულოს წარმომადგენლებს ეძლეოდა ხოლმე.

[რედაქტირება] სამცხის ერისთავები



[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ისტორიანი და აზმანი 1959: 34, 49,
  • ბასილი ეზოსმოძღვარი 1959: 119, 129;
  • ჟამთააღმწერელი 1959: 213, 214, 297
  • ვახუშტი 1973: 172;
  • ბერძენიშვილი 1974: 70;
  • კლდიაშვილი 1979: 83-96;
  • ანთელავა 1983: 201;
  • კიკნაძე 1987: 51;
  • ბახტაძე 2003: 272-273.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები