საცეცხლე პოზიცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საცეცხლე პოზიცია
1. ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელიც დაკავებული ან მომზადებულია ქვემეხებით, ნაღმსატყორცნებით, ტყვიამფრქვევებით, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებითა და სხვა საცეცხლე საშუალებებით, აგრეთვე საარტილერიო, სატანკო ქვედანაყოფებით ცეცხლის დასაშენად.
განასხვავებენ ძირითად, დროებით და სათადარიგო საცეცხლე პოზიციებს. ისინი შეიძლება იყოს დახურული და ღია. საცეცხლე პოზიციებს, ჩვეულებრივ, ამზადებენ წინასწარ, ქვედანაყოფების მიერ მათ დაკავებამდე;
2. ზღვის (ოკეანის) რაიონში მონაკვეთი, რომელიც დაკავებულია ან მომზადებულია წყალქვეშა ნავის (წყალზედა ხომალდის, ხომალდთა ჯგუფის) მიერ სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღების გამოყენებისათვის.