საჰაერო-კოსმოსური მიმართულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:03, 19 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო-კოსმოსური მიმართულება − საჰაერო-კოსმოსური სივრცის ზოლი, რომელშიც საავიაციო და სარაკეტო ძალების დამრტყმელი საშუალებები ბაზირების (გაშლის) ადგილებიდან უმოკლესი გზით გაჰყავთ უმნიშვნელოვანესი სამხედრო ობიექტებისა და სამრეწველო ცენტრებისაკენ.

სტრატეგიული საჰაერო-კოსმოსური მიმართულება მოიცავს საჰაერო-კოსმოსურ სივრცეს 1–2 და მეტი კონტინენტური (საოკეანო) საომარი მოქმედებების თეატრის ტერიტორიის (აკვატორიის) თავზე; საოპერაციო საჰაერო-კოსმოსური მიმართულება განლაგებულია საომარი მოქმედებების თეატრის ერთი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები