სინანული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:56, 19 ნოემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინანული - ქრისტიანულ რელიგიაში შვიდი საეკლესიო საიდუმლოდან ერთ-ერთი.

სინანულის საიდუმლოს მეშვეობით ეკლესიაში ჩვენ ღმერთს ვურიგდებით მას შემდეგ, რაც მასთან ურთიერთობა ჩვენი ცოდვებით დავარღვიეთ. საეკლესიო გარდამოცემა სინანულს უწოდებს ნათლობის განახლებას ან ღმერთთან იმ ღრმად ინტიმური ცხოვრების აღდგენას, რომელიც ადამიანს მთავარ ქრისტიანულ საიდუმლოებებში ეძლევა.

სრულიად უცოდველი ადამიანი არ არსებობს, ამიტომ არ არის აუცილებელი ყველანაირი ქმედების სინანულის საიდუმლოში მონანიება. მაგრამ თუ ჩავიდინეთ მძიმე ცოდვა ან დიდი ხნის განმავლობაში არ ვეზიარეთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ აღსარება. თუმცა, ყველა ქრისტიანი, რომელიც ქრისტესთან ერთობაში ცხოვრობს, დროდადრო აღსარებას უნდა ამბობდეს, რათა გაცნობიერებულად დაიმდაბლოს თავი ღმერთის წინაშე და მოძღვრისგან ქრისტიანული ცხოვრებისათვის დარიგება მიიღოს.

თვით ამ საიდუმლოს ფორმაში სამი ძირითადი ელემენტი არსებობს. პირველი – ესაა გულწრფელი სევდა საკუთარი ცოდვებისა და ღმერთთან ურთიერთობის გაწყვეტის გამო. მეორე – ესაა გულწრფელი დაგულის სიღრმიდან მომავალი აღსარება. ძველ დროში იგი ტაძრებში საჯაროდ, ყველა ადამიანის თანდასწრებით ითქმებოდა, მაგრამ ახლა იგი, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ მღვდლის თანდასწრებით წამოითქმება.სინანულის მესამე ელემენტია შენდობის ლოცვა, რომლის საშუალებითაც მონანიე ცოდვილს ქრისტესგან შენდობა მიემადლება.

ქრისტეს მცნებების შესაბამისად, სინანული მთავრდება ღმერთთან და ყველა ადამიანთან ნამდვილი შერიგებითა და წმინდა ზიარებით. მონანულმა მთელი ძალისხმევით უნდა სცადოს ცოდვისგან თავშეკავება, რათა იცხოვროს სიმართლით, ღმერთთან მართალი მორჩილებით.

სინანულის საიდუმლო, ისევე, როგორც ყველა საიდუმლო, არის საეკლესიო ცხოვრების ნაწილი, რომელიც გულისხმობს მტკიცე რწმენას იმისა, რომ თვით ქრისტე სულიწმინდის მეშვეობით ეკლესიაში მყოფობს. ადამიანი, რომელსაც ასეთი რწმენა არა აქვს, ვერასოდეს გაიგებს სინანულის მნიშვნელობას და ვერ იგრძნობს თავისი ცოდვების გულწრფელი აღსარების აუცილებლობას. როცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკლესია არის ღმერთთან ჭეშმარიტი ურთიერთობა ღვთის სასუფეველში, მაშინ არა მარტო ცხადი ხდება სინანულისა და აღსარების საიდუმლოს მნიშვნელობა, არამედ იგი ჩვენთვის ხდება ძვირფასი ძღვენი, ღვთის უდიდესი საიდუმლო, ერთადერთი შესაძლებლობა ღმერთთან შეერთებისა ქრისტესგან მიღებული შენდობის გზით.

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები