ფარსმან II
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 19 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფარსმან II - ქართლის (იბერიის) მეფე ახ.წ. 30–50-იან წლებში ჩრდილო კავკასიის ტომების დახმარებით იბრძოდა ამიერკავკასიაში ქართლის ჰეგემონობის დასამყარებლად, რასაც მოჰყვა ურთიერთობის გამწვავება რომის იმპერიასთან. მდგომარეობა გაუმჯობესდა რომში იმპერატორ ანტონიუს პიუსის (138–161) მმართველობის დროს, რომელმაც დააკმაყოფილა ფარსმან II-ის ტერიტორიული პრეტენზიები.