ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - (19 აგვისტო ახ. სტ., ძვ. სტ. 6 აგვისტო). იესო თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად, თან თავისი მოწაფეები - პეტრე, იაკობი და იოანეც წაიყვანა. მაცხოვარი განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. ლოცვისას მაცხოვარმა სახის ფერი იცვალა. სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე.

მოწაფეებმა იხილეს ფერისცვალება უფლისა და მასთან მდგომი ორი კაცი. ესენი იყვნენ მოსე და ელია (ილია) წინასწარმეტყველნი, რომელნიც მომავალი ჯვარცმის შესახებ ესაუბრებოდნენ მაცხოვარს. მოულოდნელად ღრუბელმა დაბურა ყველანი. შეშინებულ მოწაფეებს ღრუბლიდან ხმა ჩამოესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“. შეშინებული მოწაფეები პირქვე დაეცნენ მიწაზე და როცა შიში დაძლიეს, მიმოიხედეს არავინ იყო მათ გვერდით იესოს გარდა. წმიდა მამათა განმარტებით, უფალი ყოველთვის მზეზე უბრწყინვალესია და მოციქულებს იმდენად გაუხსნა სულიერი თვალი, რომ თავისი დიდების მხოლოდ პაწაწინა ნაწილი აჩვენა, რაც მათ ქრისტეს ფერისცვალებად მიიღეს.




წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები