ღლონტი თევდორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის]] შემდეგ აქტიურად თანამშრომლობდა საბჭოთა ხელისუფლებასთან. მონაწილეობდა ოკუპირებული საქართველოს საბჭოების I ყრილობაში, რომელზეც თანაპარტიელებთან, [[ხუნდაძე სილოვან|ს. ხუნდაძესთან]] და პ. ჭანიშვილთან, ერთად აირჩიეს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) წევრად. 1923 წლის ნოემბერში, II ყრილობაზე, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ, რომლის თავმჯდომარე ამ დროს თევდორე ღლონტი იყო, თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, არსებობა შეწყვიტა და საქართველოს სსრ [[კომუნისტური პარტია|კომუნისტურ პარტია]]ს შეუერთდა. 1926-1928 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ გადაყენებული [[ივანე ჯავახიშვილი]]ს მაგიერ თედო ღლონტი დანიშნა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს რექტორად. ერთხანს იყო რესპუბლიკის ფინანსთა და კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი (მინისტრი). მიუხედავად მნიშვნელოვანი დამსახურებისა, 1937 წლის რეპრესიებს ვერ გადაურჩა. დააპატიმრეს 1937 წლის ივნისში, ბრალად დასდეს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა და 10 ივლისს დახვრეტა მიუსაჯეს.  
 
:::::::::::::::::::::::::::::::::'''''დიმიტრი შველიძე'''''
+
'''''დიმიტრი შველიძე'''''
  
==თხზულებები==
 
==თხზულებები==
ხაზი 26: ხაზი 26:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
+
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]
ხაზი 35: ხაზი 35:
 
[[კატეგორია:საქართველოს ფინანსთა მინისტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ფინანსთა მინისტრები]]
 
[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
 
[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]

23:23, 4 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

თევდორე ღლონტი

ღლონტი თევდორე (თედო) ზურაბის ძე (20. IV.1888, ლანჩხუთი - 11.VII.1937, თბილისი) - პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა პეტერბურგის „კომერციულ ცოდნათა ინსტიტუტი“. 1913 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ცენტრალურ ორგანოში, გაზეთ „სახალხო გაზეთში“ და გახდა პარტიის ახალი, ე. წ. მეორე თაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი. განსხვავებით წინა პირველი თაობისაგან, პრიორიტეტს ანიჭებდა სოციალურ პრობლემატიკას. 1917 წლის რევოლუციის წინ ასაბუთებდა ევროპის შეერთებული შტატების იდეას, რომელიც უნდა შემდგარიყო ავტონომიური ეროვნული რესპუბლიკებისაგან და შეთანხმებისაკენ მოუწოდებდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს.

1917 წლის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1918 წლის ივნისში გახდა დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული საბჭოს (ოქტომბრიდან - პარლამენტის) წევრი. 1919 წლის მარტში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში. 1920 წელს იყო პარტიის მემარცხენე ფრთის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში, რამაც პარტიის ორ ნაწილად გაყოფა გამოიწვია. 1921 წლის იანვარში პარტიის V კონფერენციაზე მოითხოვა საბჭოთა კონსტიტუციის აღიარება. შეიქმნა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის დროებითი მთავარი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარის მოადგილეც გახდა. მემარცხენე ფედერალისტები რეალობას შეურიგდნენ და თბილისში შემოსულ საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზას დაადგნენ.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ აქტიურად თანამშრომლობდა საბჭოთა ხელისუფლებასთან. მონაწილეობდა ოკუპირებული საქართველოს საბჭოების I ყრილობაში, რომელზეც თანაპარტიელებთან, ს. ხუნდაძესთან და პ. ჭანიშვილთან, ერთად აირჩიეს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) წევრად. 1923 წლის ნოემბერში, II ყრილობაზე, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ, რომლის თავმჯდომარე ამ დროს თევდორე ღლონტი იყო, თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, არსებობა შეწყვიტა და საქართველოს სსრ კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. 1926-1928 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ გადაყენებული ივანე ჯავახიშვილის მაგიერ თედო ღლონტი დანიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად. ერთხანს იყო რესპუბლიკის ფინანსთა და კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი (მინისტრი). მიუხედავად მნიშვნელოვანი დამსახურებისა, 1937 წლის რეპრესიებს ვერ გადაურჩა. დააპატიმრეს 1937 წლის ივნისში, ბრალად დასდეს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა და 10 ივლისს დახვრეტა მიუსაჯეს.

დიმიტრი შველიძე

თხზულებები

თ. ღლონტი, ბოლშევიკების სააზიო პოლიტიკა (რუსულ ენაზე), თბ., 1920.

ლიტერატურა

  • რ. გრძელიძე, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორია (1910-1924), თბ., 1998;
  • უ. სიდამონიძე, ღლონტი თევდორე ზურაბის ძე. ქსე. ტ. X. თბ., 1996.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები