ყიფიანი რუბენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 27: ხაზი 27:
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები‏‎]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები‏‎]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:ყიფიანები]]

14:38, 10 მაისი 2019-ის ვერსია

რუბენ ყიფიანი

ყიფიანი რუბენ ლუარსაბის ძე (1882, სოფ. ჟოშხა - 1965, ლევილი) - ქართველი სოციალ-დემოკრატი.

სარჩევი

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ლაილაშის სასწავლებელში. მის პოეტურ ნაწარმოებებს და მოთხრობებს ბეჭდავდა: „მოგზაური“, „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“, „მათრახი და სალამური“ და სხვა ჟურნალი-გაზეთები. აქტიურად იყო ჩაბმული 1905 წლის რევოლუციაში, ხელმძღვანელობდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის გამოსვლებს. ჟანდარმერიის მიერ არაერთხელ იყო დაპატიმრებული.

1917 მონარქიის დამხობის შემდეგ, სასჯელისგან გათავისუფლდა. დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში საკმაოდ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა: იყო დამფუძნებელი კრების წევრი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რუბენ ყიფიანს ქვეყნიდან წასვლა მოუწია. ემიგრაციაში ცხოვრობდა სტამბოლში, ბერლინში, პარიზში, სოშოში და ლევილში. მას შემდეგ, რაც პარიზი გერმანელებმა დაიკავეს, კავშირი დაამყარა საფრანგეთის წინააღმდეგობის მებრძოლებთან, რაც მისი დაპატიმრებით დასრულდა. ციხეში ერთ წელზე მეტი გაატარა. ომის შემდეგ აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას მიჰყო ხელი. წერდა გაზეთ „კავკასიონში“, რალფის ფსევდონიმით. სიცოცხლის ბოლოს ლევილში დასახლდა. დაიღუპა ავტოავარიაში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ნოდარ ჩხაიძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. VII, თბ., 2005;
  • ნ. კობახიძე, ბაბუაჩემი - რუბენ ყიფიანი, 1998.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები