შერვაშიძე ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „შერვაშიძე ვარლამ“ გადაიტანა გვერდზე „ვარლამ შერვაშიძე“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ვარლამ შერვაშიძე“ გადაიტანა გვერდზე „შერვაშიძე ვარლამ“ გადამი...)

16:17, 19 თებერვალი 2019-ის ვერსია

ვარლამ შერვაშიძე

შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე (მეტსახელი: ძიკი) (დ. - 1888, სოფ. ბედია - დ. - 13.IV.1957) - სწავლობდა სოხუმის სასწავლებელში, შემდეგ კი უმაღლესი განათლება მიიღო ხარკოვის უნივერსიტეტში. რამდენჯერმე დააკავეს, რადგან მარქსისტული ორგანიზაციის წევრი იყო. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1919 წლის თებერვალში საქართელოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და ბათუმში დარჩა ექიმად სამუშაოდ. მომდევნო წლებში რამდენჯერმე დააკავეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით. 1951 ეკავა აფხაზეთის ასსრ სახალხო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016; ალ. ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921), თბ., 2001.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები